ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, კარგად ეცოდინება, თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვს მშობლებისგან წინასასკოლო მზადების პროცესი და მთელი ეს ორომტრიალი.
მოსწავლეს ხომ უამრავი რამ სჭირდება? - ჩანთა, წიგნები, რვეულები, ფერადი ქაღალდები, პენალი, ფერადი ფანქრები და ა.შ. ადვილი ნამდვილად არ არის, ენაგადმოგდებული ირბინო ბაზრობებზე საყიდლების გრძელი სიით ხელში; ადვილი არც რიგში დგომაა. თანაც, რომ გგონია, ყველაფერი შეიძინე, უცებ კიდევ რაღაც გაგახსენდება: - გაკვეთილების ცხრილი ან დღიური, სახაზავი, პლასტელინი ან საღებავები - მოკლედ, ათასი წვრილმანი. გეჩვენება, რომ საყიდლებს ბოლო არ უჩანს.
კომპანია "ბიბლუსი" მომხმარებელს მარტივ და იდეალურ გამოსავალს სთავაზობს. "ბიბლუსის" ყველა ფილიალში სხვადასხვა საფასო სეგმენტზე გათვლილი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტს შემოგთავაზებთ. ყველა საჭირო ნივთის შესაძენად კი მხოლოდ 100 ლარი დაგჭირდებათ. ფასები 15 თეთრიდან იწყება.
თქვენ აღარ მოგიწევთ აქეთ-იქით სირბილი, დროისა და ნერვების ხარჯვა, რადგან ერთი მისვლით შეძლებთ საჭირო პროდუქციის შეძენას. საჩუქრად კი ყველა მყიდველს გადაეცემა გაკვეთილების ცხრილი 30%-იანი ფასდაკლების კუპონით, რომლითაც შეგიძლიათ სექტემბრის ბოლომდე ისარგებლოთ "ბიბლუსი-ქიდსის" სათამაშო მოედანზე.
"ბიბლუსი" ზრუნავს თავისი მომხმარებლის კომფორტზე და 4 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, გიმასპინძლებთ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გრანდიოზულ გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგ ადგილებში: "თბილისი ცენტრალი" - მე-3 სართული, "გლდანი-მოლი" - ნულოვანი სართული, "აიჯი-მოლი", საბურთალო...
თეა ინასარიძე