ყოველთვის გაინტერესებდათ, როგორ ევლინება ბავშვი სამყაროს, მაგრამ გეშინოდათ რეალობაში მისი ნახვა? სპეციალურად თქვენთვის მეცნიერებმა შექმნეს ვიდეოანიმაცია, რომელშიც ნათლად და დეტალურად ჩანს, რა ხდება მშობიარობის დროს.
ორსულის უწყვეტი ტკივილი მშობიარობის პროცესის დაწყებას მოასწავებს და როცა საშვილოსნოს ყელი მთლიანად იხსნება, ბავშვი მზად არის დაბადებისთვის. საშვილოსნოს ყელი მთლიანად გახსნილად 10 სმ-ზე ითვლება, ტკივილი ამ დროს ბევრად ძლიერი და გამუდმებული ხდება და ბავშვიც თავად იწყებს გამოსვლას.
ქალის სხეული ამ დროს უჩვეულოდ იხსნება და ფართოვდება საჭირო ადგილებში, რათა ბავშვი უსაფრთხოდ გამოვიდეს. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ქალის ორგანიზმი მთლიანად აღდგება. ეს მართლაც ბუნების სასწაულია!
იხილეთ ვიდეოანიმაცია