კალიფორნიელმა პედიატრმა რობერტ ჰამილტონმა შეიმუშავა უნიკალური ტექნიკა, რომელიც წამებში დაამშვიდებს ნებისმიერ ატირებულ ბავშვს.
ექიმმა მეთოდს "Hold" უწოდა და ამბობს, რომ ის უტყუარია.
დააკვირდით, როგორ უჭირავს პედიატრს ჩვილი და სცადეთ იგივე: პატარა წამებში დამშვიდდება.
"ყველა მოძრაობა ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა შეასრულოთ", - გვირჩევს პედიატრი.
და დასძენს, რომ ეს მეთოდი ყველაზე უკეთ მოქმედებს 3-დან 6 თვემდე ბავშვებში, ამის შემდეგ პატარა მძიმდება და მისი ასე დაჭერა რთული ხდება.
გავიაროთ ინსტრუქცია კიდევ ერთხელ:
1. მიუტანეთ ბავშვს ხელები მკერდთან.
2. დაიკავეთ ის რბილად ერთი ხელით.
3. მეორე ხელით დაიკავეთ ქვემოდან, მოჰკიდეთ ხელით პამპერსზე.
4. გადმოაბრუნეთ ბავშვი ისე, რომ მისმა სხეულმა შექმნას 45-გრადუსიანი კუთხე.
სულ ეს არის!
მეტი თვალსაჩინოებისთის იხილეთ ვიდეო