ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ეს ერთი ახალბედა დედის წერილია, ცოტა იუმორნარევი და ასევე მისი თვალით დანახული რეალობა. როცა დიდი ხნის ფეხმძიმე ხარ, ეს ქვეყანა ზღაპრულად გეჩვენება.

თითქოს ამ ზღაპრული ქვეყნის ფერია ხარ, მრგვალი ფერია. თვალები გიბრწყინავს, იდუმალი ღიმილი გაქვს, გულისფანცქალით ელოდები, ელოდები... მერე უცებ ბახ - და გააჩენ. ყვირილი, ტირილი ღიმილი, სიხარული, ზარები, ესემესები, პამპერსები... გადის დრო და ხვდები... არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ნამდვილი შეთქმულებაა. აი ის, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი:

1. ძუძუთი კვება. ყველგან წერენ, რომ ეს შესანიშნავია. მეც მჯეროდა. ნახეთქების შესახებაც წერენ და მეც წამიკითხავს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ნახეთქი ძუძუსთავის ასეთი საზარელი ჭრილობა იქნებოდა, რომელსაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლავს. სისხლი გდის, სიცხე 40 გრადუსს აღწევს, განადგურებული ხარ, გვერდით კი ბავშვი წევს და დაჟინებით ითხოვს ყურადღებას. თანაც ისევ ძუძუ უნდა აჭამო, იმავე სისხლმდინარე და შუაზე გადახსნილი კერტებით.

2. არავინ გეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ საერთოდ გიქრება მოშარდვის სურვილი. თითქოს ბავშვთან ერთად შ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არდის ბუშტიც იმშობიარე. გინეკოლოგი შემოდის და გვახსენებს: "აბა, დედიკოებო, მოშარდვა არ დაგავიწყდეთ". და ჩვენც მორჩილად მივდივართ ტუალეტისკენ... დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები.

3. არავის უთქვამს, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე მუცელზე წოლით ინებივრებ... სანამ რძე ჩაგიდგება. მერე მორჩა. 4 ზომის, რძით სავსე მკერდზე წოლა მხოლოდ მასაჟის მაგიდაზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდას ორი დიდი ნახვრეტი აქვს.

4. გეუბნებიან, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დრო არ გექნება, მაგრამ რას წარმოიდგენ, სინამდვილეში ეს რას ნიშნავს. ცნებები "მე" და "ჩემთვის" საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან. ბანაობა და კბილების გახეხვა? ეს ადვილია... ოღონდ შუადღის 3 საათზე. საუზმე? კითხვაც არ ღირს. საღამოს ქმარი მოვა და მასთან ერთად შეჭამ... ვარცხნილობა? ელემენტარული ცხენის კუდი და... მზეთუნახავი ხარ. გაგრძელება

კომენტარები (2)
ნინო
აქ ზუსტად ჩემი გრაფიკი არის აღწერილი
ნინო
ნუთუ არავინ გყავს, შვილო, დედა, დეიდა, მამიდა, და ან სხვა ახლობელ-ნათესავი რომ დაგამშვიდოს და გითხრას, რომ ეს ყველაფრი გაივლის და დედობა ყველაფერს გადაფარავს! ყველა დედას მეტ-ნაკლებად ჰქონია იგივე ან მსგავსი პრობლემები - გაიარა, დაგვავიწყდა და მეორედ, ზოგი კიდევ რამოდენიმეჯერ წავიდა სამშობიაროდ - შვილების სიყვარულით და მომავლის რწმენით. ძუძუს თავებს მოვლა უნდა გადადუღებული ზეთის და თაფლის სანთელის ნაზავით - შეეკითხე, არ არსებობს, ეცოდინება ვინმეს სამშობიაროში ან ექიმი გიმკურნაებს. ყველაფერი კარგად იქნება, დედიკო!
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ბავშვები, რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10,19 და 28 რიცხვში დაიბადნენ, განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან
10:14 / 30-09-2016
ნუმეროლოგები თვლიან, რომ ადამიანის დაბადების რიცხვი ძალიან დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის ხასიათზე, არამედ მის ბედსა და სამომავლო ცხოვრებაზე. არსებობს ოთხი კონკრეტული თარიღი და ადამიანებიც, რომლებიც ნებისმიერი თვის ამ რიცხვებში ევლინებიან ქვეყანას, განსაკუთრებული გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემებით არიან გამორჩეულნი. ასეთი ბავშვის აღზრდა არ გახლავთ მარტივი, თუმცა არის მათში ასევე რაღაც გენიალური.
ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა
20:17 / 29-09-2016
სოფო 11 წლისაა. ის სათვალეს ატარებს. ამის გამო მას ხშირად დასცინიან. თამუნა კარგად ვერ სწავლობს, რის გამოც კლასელები მას "ოროსანს" ეძახიან. არსებობს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევები - 11 წლის ბიჭი, რომელმაც თავი იმიტომ მოიკლა, რომ თანატოლები მას დასცინოდნენ. ეს ბულინგია.
რომელი მამაკაცი იქნება საუკეთესო მამა თქვენი შვილისთვის - იდეალური მამების TOP-სამეული
10:55 / 29-09-2016
როგორც ამბობენ, წარმატებული შვილის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა არის ის, რომ მას კარგი მამა შეურჩიოთ. მამაკაცების უმეტესობა არაერთგვაროვნად ხვდება მამობის ტვირთს. ვიღაცისთვის თუ შვილის გაჩენა უდიდესი სიხარულია, სხვა ამ ვალდებულებას სიფრთხილით ეკიდება და ზოგიერთი გარკვეულ ასაკამდე საერთოდაც გაურბის მშობლად გახდომის ალბათობას.
"ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს" - ანუ დედის ლექსიკონი
16:49 / 28-09-2016
ხშირად დედიკოები გიპასუხებენ ხოლმე კითხვაზე ისე ადვილად, გამოცდილი რომ არ გქონდეთ, ვერც მიხვდებით, რა იგულისხმა, ჰოდა, გადავწყვიტე გაგიმარტივოთ საქმე და თანაც დრო დადგა, გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…
ვარდისფერი ბამბის ნაყინი: "გმირი" დედა და "დაუნახავი" შვილები
12:35 / 28-09-2016
"მადლიერი არავინაა!""ტყუილად გავწირე ჩემი ახალგაზრდობა""ყველა უმადურია!"
ჰგავს თუ არა სანი ნუკას და როგორია ეკა კვალიაშვილი ბებიის ამპლუაში
12:57 / 19-09-2016
ნუკა კვალიაშვილმა პატარა ალექსანდრე-სანი გამოაჩინა და მის გულშემატკივრებს ფეისბუქზე ჰკითხა, მგავს თუ არაო. ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ სანი დედას ჰგავს, უფროსი ბიჭი კი - მამას.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვები მოიკოჭლებენ სწავლაში და ვისთან გაგიადვილდებათ მეცადინეობა
10:16 / 19-09-2016
სასკოლო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად გვიგზავნიან აქტუალურ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებული იქნება მათი პატარა სწავლაში, რისი ნიჭი ექნება გამოკვეთილად და ა.შ.
"სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მიდით დედასთან და მამასთან, სანამ ცოცხლები გყავთ..."
17:13 / 16-09-2016
ირინა სარიშვილის ფეისბუქ გვერდის ჩათვალიერება ყოველთვის სიანტერესოა. ხან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ მისი პოსტები, ხან დაგაფიქრებთ, ხან კი - სენტიმენტებს გამოაღვიძებს თქვენში...
5 დაავადება, რომელსაც ზურგზე წოლა იწვევს
19:36 / 13-09-2016
ბავშვის ძილი მეტად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის მდებარეობა საწოლში. ახალშობილის ძილი - არის მდგომარეობა, რომელშიც ბავშვი სიცოცხლის პირველ რამდენიმე თვეს ატარებს. როგორ დავაწვინოთ ბავშვი - გვერდზე თუ ზურგზე?
სად და როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე? ტოპ-5 გასართობი ცენტრი თბილისში
13:54 / 13-09-2016
ჩემი დაბადების დღეები კარგად მახსოვს, ორდღიანი იყო ხოლმე... პირველ დღეს კლასელები და მეგობრები მოდიოდნენ, მეორე დღეს - ნათესავები. მაგიდის გაშლას დილიდან ვიწყებდით. ჩვენი სკამები არასდროს გვყოფნიდა, ამიტომ მეზობლებისგანაც ვთხოულობდით...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31