უცნაურია, მაგრამ საქართველოს ბევრი მილიონერი ჰყავს. "ambebi.ge" იმ პატარებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართველი მილიონერების ყველაზე პატარა მემკვიდრეები არიან.
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქია. შესაბამისად, მისი შვილები ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ყველაზე მდიდარი პატარა მემკვიდრეა. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ქონების რა ნაწილს მისცემს უმცროს ვაჟს 8 მილიარდის მფლობელი მამა. ცოტნე ივანიშვილი 10 წლის არის. მისი ფავორიტი საკუთარი ძმა, რეპერი ბერა ივანიშვილია. ცოტნეს უყვარს ხატვა, ასევე, ხშირად ვარჯიშობს და ფილმებს უყურებს ბერასთან ერთად.
კობა ნაყოფია
ნიკოლოზ ნაყოფია კობა ნაყოფიას შვილიშვილი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა. პატარა ნიკოლოზის დედა "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძეა. არაოფიციალური მონაცემებით, ნაყოფიას ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქართველი პარლამენტარი სხვადასხვა ბიზნესის პარალელურად, "მადნეულის" მფლობელიც არის.
კოტე გოგელია
კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ქონება, გავრცელებული ინფორმაციით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. კოტე გოგელია რუსეთში ნავთობის და გაზის ბიზნესში არის ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე პატარა კონსტანტინე გოგელიაა, რომელიც 7 წლის არის. გაგრძელება