ოდა მეგობარ მარტოხელა დედებს - ნინო თარხნიშვილის პოსტი
ოდა მეგობარ მარტოხელა დედებს - ნინო თარხნიშვილის პოსტი
ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები მარტოები ცხოვრობენ თავიანთ მარტოხელა შვილებთან ერთად.

ისინი ათბობენ თავიანთ სახლებს თბილი სანათებით, ჭრელი ფარდებით, კედლებზე ნახატებით ან ფოტოებით, მაგრამ მაინც გრილა მათ სახლებში, მათთვის გრილა, რაღაცნაირად სულ მოყინული აქვთ ფეხის თითები.

ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე დამფრთხალი დედები არიან დედამიწის ზურგზე, როცა მათი შვილები ავად ხდებიან და ვერავის სთხოვენ, რომ ღამით ან გამთენიისას სიცხის დამწევი წამალი ამოუტანონ აფთიაქიდან.

გაღეღილი ქურთუკებით გაიფრიალებენ სახლის კარს და გარბიან წამალზე...

როცა საღამოთი, ისე, შემთხვევით, შოკოლადი მოუნდებათ და აღმოაჩენენ, რომ შოკოლადი არ აქვთ, ვერავის სთხოვენ, ვერავის გაუმხელენ, რომ მათ შოკოლადი ახლა ოქროს მთებს თუ საბადოებს ურჩევნიათ და ისევ ისე, გაღეღილი ქურთუკებით ჩარბიან საკონდიტროში, თან სახლის ფანჯარას არ აცილებენ თვალს ან სულაც თვალებს ტოვებენ სახლში, რომ მათი პატარები ღამემ არ შეაშინოს, კედელზე მეზობლის კაკუნმა არ დააფრთხოს, ჭერზე მეზობლის ფლატუნმა...

ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე მარტოხელა დედები არიან დედამიწის ზურგზე:

რადგან მათ ქვაბში თუხთუხებს სადილი ორისთვის.

რადგან მათი ტაფები თუკი შემთხვევით კვერცხს მიიწვავს, ეს კვერცხი მხოლოდ მათი მიმწვარი საუზმე იქნება.

რადგან თოკებზე შრება მხოლოდ ორი კაბა - ერთი დიდი, მეორე პატარა.

და დილაობით, როცა ჩემი მარტოხელა დედები სახლის კარს გასაღებით კეტავენ, იციან, რომ საღამოთი კარი ისევ მათ უნდა გააღონ ჩანთაში საგულდაგულოდ ჩამალული გასაღებით, გასაღებით, რომელიც ჯიბრზე ყოველთვის ჩანთის ყველაზე მიუვალ ადგილას იმალება და მით უმეტეს მაშინ, როცა საღამოთი სახლში მობრუნებულს, ერთ ხელში უჭირავთ პური, მწვანილი, ბოსტნეული, წიგნი, კომპიუტერი და მეორე ხელში უჭირავთ ხელი, პატარა ხელი... პატარა ხელი, რომელიც დედამიწას ამოაბრუნებინებს ჩემს მეგობარ მარტოხელა დედებს!
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (14)
რუსა
მე მარტოხელა დედა ვარ, თავს ბედნიერად ვგრძნობ მიუხედავად იმისა რომ ზემოთ აღწერილს მარტო ვუმკლავდები.. ის მაინც ვიცი რომ სახლში ჰარმონია და სიმშვიდე დამხვდება და არა მთვრალი ღორი..
Mარი
გულს ნუ გაიტეხთ! ზალიან Mაგარი ქალები ხართ Mარტოხელა დედები, Gმირები თIთQმის...მე ღO მყავს ქმარი Xო იმიტო დარბის შOკოლადებზე რ
ალისა
სამაგიეროდ თავისუფლები არიან, მოსვლელი მხოლოდ შვილი ყავთ და არავინ მისცემს შენიშვნას თუ საჭმელი კარგი არ გამოვა და საროჩკა თუ კარგად არ იქნება მოვლილი და ა.შ....არავინ გაუკონტროლებს დროს...და საერთოდ თუ ფულიანი დედები იქნებიან და ძიძა დაეხმარებათ საერთოდ მაგარია :D მითუმეტეს საქართველოში...მე მინდა მარტოხელად დედა ვიყო არ მინდა ქმარი მხოლოდ შვილი მინდა
nia
ქალებოìì დედებოìì იყავით მეტად ჰუმანნურნი ,თავშეკავებულნი, თქვენს პატარებს მამაც ჭირდებათ--ეს უფლის კანონია ..თქვენი გმირობა სწორედ იმაში გამოხატეთ ,რომ აგრესია სიყვარულად გადააქციოთ და სამშობლოს მყარი და თბილი ოჯახები დაუტოვოთ
მეგი
ისე,დავიჯერო ლოთისა და ნარკომანის არამარტოხელა დედობას, მარტოხელობა არ ჯობს???
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვინ არის 11 წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიურ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა
13:28 / 19-05-2017
იტალიური პრესა 11 წლის ქართველი გოგონას, მარიამ შარაშიძის სილამაზეზე ალაპარაკდა. ის "მის ფეშენ ჯუნიორ მოდელი" გახდა. როგორც ჟურნალი "სარკე" წერს, მოდის კვირეული რომში აპრილში ჩატარდა და მასში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, დიზაინერები და მოდელები მონაწილეობდნენ.
მშობლის მიერ ნათქვამი 10 ფრაზა, რომელსაც ვერ იტანენ ბავშვები
13:04 / 16-05-2017
ბევრჯერ მიგვიცია საკუთარი თავისთვის სიტყვა, აღარ გვეთქვა უაზრო და ბავშვისთვის ტრავმის მიმყენებელი, სტანდარტული "აღმზრდელობითი" სიტყვები, მაგრამ ხანდახან, ჩვენდაუნებურად, თავს სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიჭერთ ხოლმე. ალბათ, სრულიად მოიშორო მშობლისთვის დამახასიათებელი კლიშე, შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი ფრაზისგან გათავისუფლება შეგვიძლია.
რა არის სიყვარული ბავშვების განმარტებით?
11:00 / 15-05-2017
ამ გრძნობაზე ყველგან ლაპარაკობენ - ქუჩაშიც, სახლშიც, სამსახურშიც და ცხადია, სოციალურ ქსელებშიც.
ის, რაც ყველა ბავშვს ბედნიერს ხდის
14:18 / 11-05-2017
მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, იმდენად იშვიათად ვხდებოდი ავად, რომ ეს ამბავი მიხაროდა.
ყველაზე დამჯერი და ჭკვიანი პატარები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:35 / 09-05-2017
პატარა ადამიანის დაბადება ოჯახში ერთობ საპასუხისმგებლო და სასიხარულო მომენტია.
რატომ ერევათ ერთმანეთში დედებს შვილების სახელები? პასუხი გაგაოცებთ
11:57 / 04-05-2017
გქონიათ შემთხვევა, რომ ოჯახის წევრის სახელი დაგვიწყებიათ? ან შვილს ეძახით, მაგრამ მისი სახელის ნაცვლად ყველა სხვა სახელი ჩამოთვალეთ? ზოგჯერ დედა უმცროს შვილს უფროსის სახელსაც ეძახის...
20 ტიპის დედა თქვენს ”ფრენდლისტში”- სახალისო სტატია გიფებით
11:00 / 04-05-2017
ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი და მისი ქალღმერთი დედაა. ჩვენ რამდენიმე, ყველაზე პოპულარული ტიპის დედების სია შევადგინეთ.
თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული საბავშვო ბაღები
12:16 / 01-05-2017
საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება. შესაბამისად, მშობლები სასურველი მათგანის შერჩევას მალე შეუდგებიან.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი