ეს გოგონა 2 თვის იზაბელ კაპლანია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც დედამისმა მაკენზიმ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა.
კალიფორნიაში მცხოვრები დეივ და მაკენზი კაპლანების გოგონა 8 იანვარს დაიბადა და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, თავი ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ახლა უკვე ორი თვისას კი შესაშური ვარცხნილობა აქვს.
იხილეთ ვიდეო
"ჩემ პატარა ბიძაშვილს ისეთივე ვარცხნილობა აქვს, როგორიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს" - ასეთი წარწერით გაავრცელა ბავშვის ფოტო მისმა ოჯახის წევრმა. ფოტომ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვა და ასეულობით კომენტარი დააგროვა. ინტერნეტმომხმარებლები გაოცებულები არიან პატარა იზის ვარცხნილობით.
იზაბელის სახე მიმების შექმნის წყაროდაც იქცა. იხილეთ სრულად...