ყველა დედის და მამის სურვილია, რომ მისი შვილი სხვებისაგან გამორჩეული და ნიჭიერი იყოს. თუმცა ადამიანში არსებულ რეზერვებს, მათ შორის, ნიჭიერებასაც, ხშირად არამხოლოდ გენეტიკა, ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს.
ამიტომ თუკი თქვენი შვილი ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მოხვდა, იცოდეთ, რომ იგი უზომოდ ნიჭიერი იქნება. თუმცა რამდენად გამოავლენს თავის ნიჭსა და ტალანტს, ეს მშობლებზე, მათ ხელშეწყობასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.
ვერძი - ლიდერული თვისებების გამოხატვას თქვენი პატარა ვერძი ჩვილობის ასაკიდან დაიწყებს. ის საოცრად სიცოცხლისუნარიანი, გახსნილი და აქტიური ბავშვი იქნება. ასეთი ბავშვები ლაპარაკს და სიარულსაც სხვებზე ბევრად ადრე სწავლობენ და ზოგადად, აოცებენ მშობლებს სიყოჩაღით. ვერძი ბავშვები ბუნებით ლიდერები არიან. ამიტომ სასურველია ხელი შეუწყოთ მათში ამ თვისების დადებითად გამოვლინებას, ისე, რომ ამით არ განავითაროთ ეგოიზმი თქვენს პატარაში. იმიტომ, რომ ვერძს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ეგოისტური მოტივებიც გამოარჩევს თანატოლებისგან. მიაჩვიეთ პატარა ასაკიდან იგი მოთმინებას, ტოლერანტულობას და დიპლომატიას, რაც დიდ ასაკში მისთვის წარმატების საწინდარი იქნება.
ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ასტროლოგიურად გონებრივ მონაცემებზე და კომუნიკაციის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ტყუპი ბავშვები ძალზე კონტაქტურები, მრავალმხრივები, საშინლად ცნობისმოყვარეები და ჰიპერაქტიურები არიან ხოლმე. თქვენი პატარა ტყუპი საუბარს ადრე დაიწყებს. მას ძალიან მოეწონება სხვადასხვა სახის თავსატეხები და გონების სავარჯიშოები. იგი ნიჭიერი, თუმცა არათანმიმდევრული და ზარმაცია. ამიტომ პატარა ასაკიდან უნდა გამოუმუშაოთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის ჩვევა, თუ არ გინდათ, რომ დიდ ასაკში მას "უპასუხისმგებლოს" იარლიყი მიეკეროს. სრულად...