ფეხმძიმობის მეოთხე თვიდან დაწყებული მომავალ დედას მუცელზე ვერტიკალური ხაზი უჩნდება. რატომ ჩნდება იგი და რა უნდა მოვუხერხოთ მას?
ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ნიადაგზე სხვადასხვა ცვლილება ხდება. მუცელზე მუქი ფერის ვერტიკალური ზოლის გაჩენა ქალების უმეტესობისთვის მოულოდნელ სიურპრიზს არ წარმოადგენს.
სპეციალისტების თქმით, ვერტიკალური ზოლი მუცელზე ყველა ქალს აქვს, მაგრამ 90 პროცენტს ფეხმძიმობისას უმკვეთრდება. გამორჩეულები არიან მუქკანიანი და მუქთმიანი ქალები. სხვათა შორის, ფეხმძიმე ქალებს ხაზი შეიძლება ჭიპიდან კი არ ეწყებოდეთ, არამედ ნეკნებიდან. იგი შეიძლება იყოს ან შეუმჩნეველი, ან შოკოლადისფერი. მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რატომ უჩნდება ფეხმძიმეს პიგმენტური ზოლი. განაგრძეთ კითხვა