ალბათ გაგიგონიათ გამონათქვამი - "ყვავსაც კი თავისი ბახალა უყვარსო". მშობლების უმეტესობაც საკუთარი პირმშოს უნიკალურიბასა და განსაკუთრებულობაშია დარწმუნებული.
თუმცა ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რეალობა ზოგჯერ სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ასტროლოგები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში თუკი წყვილი ბავშვის დაბადებას კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანზე დაგეგმავს ალბათობა იმისა, რომ მისი შვილიგან საკუთრებული ფიზიკური მონაცემებით მოევლინოს ქვეყანას ძალზე დიდია. მსოფლიოს მასშტაბით ძალზე ბევრი ასტროლოგი აწარმოებს დაკვირვებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან გამორჩეულად ლამაზი ბავშვები. დასკვნა ასეთია:
ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თქვენ პატარას ანიჭებს არამხოლოდ გონებაგახსნილობას, ჭკუასა და აზროვნების სისწრაფეს არამედ გასაოცარ ქარიზმას, რომელიც მის გარეგნობაზე ვლინდება. პატარა ტყუპი მომცრო აღნაგობისას, აქვს გასაოცრად ლამაზი მოციმციმე თვალები და ყოველთვის იქცევს ყურადღებას მოუსვენრობით.
სასწორი - ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომლის ქვეშაც ხშირად იბადებიან მსახიობები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. სასწორის მმართველი ვენერაა, ამიტომ თქვენი შვილი გასაოცრად მომხიბვლელი, დახვეწილი, შარმიანი და ნატიფი იქნება. პატარა სასწორებს ულამაზესი ფორმის ტუჩები აქვთ, იღიმიან თვალისმომჭრელად და სიცილის დროს ლოყები ეჩხვლიტებათ, როგორც ჭეშმარიტ ვენერიანელებს. სრულად...