ზაფხულში პატარებიც ისევე წუხდებიან ძლიერი სიცხით, როგორც უფროსები. უფრო მეტადაც, რადგან მათ სხეულებს თერმორეგულაციის უნარი ნაკლები აქვთ.
ამიტომ ზედმეტი სიცხე პატარას უფრო ვნებს, ვიდრე ზრდასრულს. ცივილიზებულ სამყაროს კი გასაგრილებლად კონდიციონერზე უკეთესი და ხელმისაწვდომი არაფერი მოუგონია. არადა, როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, უფროსების უმრავლესობა უფრთხის მას. გავაჩეროთ თუ არა ბავშვი კონდიციონერიან ოთახში, მგზავრობისას ჩავრთოთ თუ არა მანქანაში იგი და საერთოდ, რა უნდა იცოდნენ ბავშვიან ოჯახში კონდიციონერზე. რჩევებს ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროსკი გვთავაზობს:
1. რაც მალე შეაჩვევთ ბავშვებს ცივილიზებული სამყაროს მიღწევებს, მით უფრო მარტივად მოხდება მისი ადაპტაცია გარემოში. მიღწევებში კონდიციონერიც შედის. ადრე თუ გვიან, მასთან შეხება მოუწევს. ამიტომ ნუ გადადებთ ამ პროცესს.
2. ჩვენს ქვეყანაში ის, რისი გამოცდილებაც ბებიების თაობას არ აქვს, მავნედ და დამღუპველად აღიქმება. კონდიციონერიც "ამ დღეშია".
3. ადამიანის ორგანიზმს გარემოში ადაპტირების უნარი აქვს. თუ სამშობიაროდან გამოყვანილ ბავშვს მოათავსებთ ოთახში, სადაც იდეალური ტემპერატურა და ტენიანობაა, არ არის ორპირი, იდეალური სისუფთავეა და მხოლოდ ამ გარემოში ამყოფებთ, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს, თუმცა კარგად იქნება მხოლოდ ასეთ პირობებში.
4. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ "ჯერ პატარაა და კონდიცირებული ჰაერი მისთვის ადრეა" - პირიქით, რაც ადრე გაიგებს მის გემოს, მით მალე შეეგუება მას.
5. გცხელათ? ძალიან გცხელათ? ესე იგი, ბავშვი იწვის სიცხისგან. მას ყოველთვის უფრო სცხელა, ვიდრე ზრდასრულს, რადგან თერმორეგულირების მექანიზმი არა აქვს ან ძალიან სუსტად "მუშაობს". ამიტომ სიცხე მას მეტად ვნებს. დედ-მამას კონდიციონერი სჭირდება? ესე იგი, პატარასთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სრულად...