დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ქალის ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცეოდა დედა მას ბავშვობაში. მშობლების როლი ბავშვების აღზრდაში ბევრისთვის მტკივნეული თემაა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან აღზრდისას უამრავი მშობელი უშვებს შეცდომებს.
ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი მთავარ შეცდომებზე გვიყვება, რომლებსაც დედების უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს.
1. პირადი მაგალითის არარსებობა
იმის ნაცვლად, რომ შვილს უთხრათ: "შენ კერძების მომზადება უნდა ისწავლო!" - უთხარით: "მოდი, ერთად მოვამზადოთ სადილი". როცა გოგონა ხედავს, რომ დედა სიამოვნებით ამზადებს, მასაც გაუჩნდება კერძების მომზადების სურვილი.
2. სექსის დაგმობა
თუ დედა ბავშვობიდან უნერგავს შვილს, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი უნდათ და გმობს მამაკაცებთან ურთიერთობას, გოგონა გაიზრდება იმ აზრით, რომ ყველა მამაკაცი მოძალადეა და სექსი საზიზღრობაა.
3. ურთიერთსაწინააღმდეგო პარადოქსი
თითქოს სექსი ბინძური საქმეა, მაგრამ ყველა გოგოს ავალდებულებენ 25 წლამდე გათხოვებას და შვილის გაჩენას.
4. ჰიპერმზრუნველობა
თუ დედა ზედმეტად იცავს შვილს გარე სამყაროსგან, დიდობაში მას საკუთარი მოსაზრება არ ექნება და შეიძლება ვიღაცამ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.
5. მამის ნეგატიური სახე
თუ გოგონას მოუყვებით, რომ მამამისი არაკაცია, ბავშვი დაიდანაშაულებს თავს, რომ სწორედ ის გახდა მისი მამა. მან შეიძლება მთელი ცხოვრება განვლოს დამნაშავის გრძნობით და ყველას უმტკიცოს, რომ ცუდი მამა არ ჰყავს.
6. ფიზიკური ზეწოლა
ფიზიკურ დასჯას გოგონა უფრო მძიმედ განიცდის, ვიდრე ბიჭი. თუ გოგონას ცემით გაზრდიან, ის მიეჩვევა ამ მდგომარეობას და პარტნიორადაც მოძალადე მამაკაცს აირჩევს.
7. შექების ნაკლებობა
თუ გოგონას არასაკმარისად შეაქებთ, საკუთარ თავი აღარ ეყვარება. ვერ ააწყობს ცხოვრებას, სრულყოფილ ურთიერთობას მამაკაცთან.
8. კამათი ბავშვის თანდასწრებით
ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენთ მასზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვი მუდამ საკუთარ თავს იდანაშაულებს ოჯახში მომხდარ უსიამოვნებაში.
9. ურთიერთობის არარსებობა
თუ გოგონას ყურადღებას არ აქცევენ, პასუხს არ სცემენ მის სულელურ კითხვებს, განსაკუთრებით, თინეიჯერულ ასაკში, ის კარგავს კავშირს მშობელთან და თავს მიგდებულად გრძნობს. ურთიერთობა არასდროსაა ბევრი, როცა საკითხი შვილის აღზრდას ეხება.
10. ცხოვრებისადმი არასწორი მიდგომა
არასდროს უთხრათ გოგონას, რომ მას აქვს ვალდებულება: გათხოვების, შვილების გაჩენის, გახდომის... მან უნდა აკეთოს ის, რაც მოსწონს. ამგვარად საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება გაიზრდება.