გარემოს დაბინძურება, სწრაფი კვება და ე.წ. გაჯეტები - სწორედ ეს ფაქტორები იწვევს მცირეწლოვანებში სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, სიმსივნესაც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 16 წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ბრიტანული ორგანიზაცია Children With Cancer-ის მკვლევარების ინფორმაციით, 200%-ითაა გაზრდილი ბავშვებში მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევები ბოლო 18 წლის განმავლობაში გაორმაგებულია.
სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის
მკვლევარების თქმით, ბავშვებში სიმსივნის შემთხვევების ზრდა მეტწილად გარემო ფაქტორებით და არაჯანსაღი კვებითაა გამოწვეული.
"ძალიან ბევრ სწრაფი მომზადების საკვებს იღებენ, რაც სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავს. გაგრძელება