ბავშვის ძილი მეტად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის მდებარეობა საწოლში. ახალშობილის ძილი - არის მდგომარეობა, რომელშიც ბავშვი სიცოცხლის პირველ რამდენიმე თვეს ატარებს. როგორ დავაწვინოთ ბავშვი - გვერდზე თუ ზურგზე?
რატომ გვერდზე?
უკანასკნელ წლებში ექიმები ხშირად აძლევენ რეკომენდაციას მშობლებს, რომ ბავშვი დააძინონ გვერდზე. ამის მიზეზია ის, რომ ახალშობილები ძილში ხშირად ამოაღებინებენ ხოლმე საკვებს. თუ ბავშვი უმეთვალყურეოდაა და აღებინებს, გვერდზე წოლის შემთხვევაში მას არ ემუქრება დახრჩობა. თუმცა, ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ უნდა დააწვინოთ ბავშვი მუცელზე, თუკი ის თავს კომფორტულად გრძნობს.
ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ახალშობილები მხოლოდ ზურგზე დააწვინოთ, მაგრამ პედიატრები, ნევროლოგები და ორთოპედები საყრდენ-მამოძრავებელი უნარების გათვალისწინებით ახდენენ ახალშობილის შეფასებას. ამ პროფილის ექიმებმა ატეხეს განგაში და ამისთვის ჰქონდათ კიდეც საფუძველი:
• ტანდეგობის დარღვევა ბავშვთა ასაკში 6-ჯერ გაიზარდა ზურგზე წოლის ჩვევის დაფუძნების შემდეგ.
• „კისერმრუდობის“ დიაგნოზი ხშირად ესმევათ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ზურგზე წვანან. გაგრძელება