ხშირად დედიკოები გიპასუხებენ ხოლმე კითხვაზე ისე ადვილად, გამოცდილი რომ არ გქონდეთ, ვერც მიხვდებით, რა იგულისხმა, ჰოდა, გადავწყვიტე გაგიმარტივოთ საქმე და თანაც დრო დადგა, გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…
ვიმშობიარე… ანუ გადავიტანე აუტანელი ტკივილები, მაწამეს, მომკლეს, ცოცხლად დამხვრიტეს, უამრავი ძვალი გადამტეხეს ერთად, ახლაც ძლივს დავდივარ, ვეღარც ვჯდები…
საკეისრო გავიკეთე… გამჭრეს, გამკერეს, გამფატრეს და დიდი ჭრილობით დავრჩი, ვერ ვდგები და თუ ავდექი, ვეღარ ვჯდები…
ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც როცა მძინავს, თმაზე სულ "კოსა" მაქვს დასავარცხნი თმით,სულ ხალათით დავდივარ და სტუმარი აღარ მიხარია…
მშობიარობის შემდგომ ცოტა დეპრესია მაქვს… ანუ სულ ვტირი… რაზე??? რაში გაინტერესებს?? ახლა ამას უხსენი მიზეზები, ჩემი ქმარი არ მეყოფა? რომ მოვა სამსახურიდან და მკითხავს: "როგორ ხარო" სატირალია, აბაა, რაა, ესე იგი აღარ უყვარხარ, თორემ რომ უყვარდე, გკითხავდა: "საყვარელო, როგორ ხარო"…გადადიხარ გულამოსკვნილ ტირილზე.
გაზები აწუხებს… ანუ ექვს კვადრატულ ოთახში დავდივარ, მთელი ღამე წინ და უკან: ააა, სუსუსუ, ჩუჩუჩუს ძახილით. და თუ გაჩუმდა ვეყუდები კედელს და ვიძინებ ისევე ფეხზე…
ქმარი? კი მეხმარება… ანუ ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, კართან იმიტომ, რომ გამოვალ ეგრევე მომაჩეჩოს... ამ დროს ტყუილად ზიხარ ტუალეტში, მთავარია ტელეფონი შეიყოლო…
ვჭამ… ანუ ფეხზე ვდგავარ და ორ უდიდეს ლუკმას ვიდებ პირში, მეორე ხელით ბავშვს ვაქნევ…
ბავშვს ვაჭმევ… ანუ ყველაზე სასაცილო სახით და უცნაური ხმის ტემბრით ვაშტერებ ბავშვს, რომ უნებლიეთ პირი გამიღოს და გამოვტენო საჭმლით…
ვაძინებ… ანუ ნახევარი საათი ათვალიერეთ წიგნი, მომდევნო ნახევარი საათი არწევ და ერთი ნახევარი საათი კიდევ ხელით დაგყავს ოთახში და აქნევ, მხოლოდ იმიტომ, რომ 20 წუთით ეძინოს… განაგრძეთ კითხვა...