როგორც ამბობენ, წარმატებული შვილის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა არის ის, რომ მას კარგი მამა შეურჩიოთ. მამაკაცების უმეტესობა არაერთგვაროვნად ხვდება მამობის ტვირთს. ვიღაცისთვის თუ შვილის გაჩენა უდიდესი სიხარულია, სხვა ამ ვალდებულებას სიფრთხილით ეკიდება და ზოგიერთი გარკვეულ ასაკამდე საერთოდაც გაურბის მშობლად გახდომის ალბათობას.
ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც ჩანასახშივე აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის, სხვებზე ზრუნვისა და მფარველობის ნიჭი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყოველთვის დიდი მეგობრები და თანამოაზრეები არიან საკუთარი შვილებისთვის.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით ცეცხლოვანი, აქტიური და თავდაჯერებული მამრები ევლინებიან ქვეყანას. ვერძი ჯიუტი და პრინციპულია, როგორც ქმარი, მაგრამ საოცრად თავდადებული და ლოიალურია, როგორც მამა. ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად "ასტრალურ ბავშვს" შეესაბამება. იმიტომ, რომ ის პირველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ ვერძი მამები შესანიშნავად ახერხებენ შვილებთან "მათივე ენაზე" კომუნიკაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაც სულით ბავშვები და ინფანტილურები არიან. ვერძი ყურადღებიანი და მეგობრული მამაა. ამიტომ მისთვის არ არსებობს ე.წ. მამებისა და შვილების ტრადიციული პრობლემები. იგი ახალგაზრდული ხედვით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, შვილებთან მუდამ ჰქონდეს მეგობრული, უშუალო დამოკიდებულება.
კირჩხიბი - ალბათ, ყველა ასტროლოგი დაგიდასტურებთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრს ნებისმიერ ქალზე უკეთ შეუძლია საკუთარი პირმშოს მოვლა. კირჩხიბს მთვარე მართავს. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები გასაოცარი მზრუნველობით, ინტუიციური აღქმის უნარითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. მამობა კირჩხიბისთვის ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი "თანამდებობა" და რეგალიაა. ამიტომ იგი საკუთარ შვილებს თავს ევლება, ზრუნავს მათზე და საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადებაც შეუძლია, თუკი ეს ყველაფერი ბავშვებისთვის აუცილებელ საჭიროებას ეწინააღმდეგება. მამა კირჩხიბი მოსიყვარულე და თბილია. მისთვის მარტივია, შვილებს მყუდრო და დაცული გარემო შეუქმნას. იგი შესანიშნავად ართობს პატარებს და არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ, როცა ისინი ზედმეტს ცელქობენ. ის კი არა, დიდ ასაკშიც აქტიურად ცდილობს კირჩხიბი მამა საკუთარი შვილების ცხოვრებაში დომინანტური როლის დაკავებას, რის გამოც ზოგჯერ პრობლემებიც კი ექმნება თავის დამოუკიდებლობისმოყვარულ ნაშიერთან. გაგრძელება