ეს წერილი რუს ინტერნეტმომხმარებელს რომან პლატონოვს ეკუთვნის. მან დადო პოსტი თავის ფეისბუქ-გვერდზე და ამ პოსტს ათასობით გაზიარება, უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.
ამბობენ, რომ ის გამოფხიზლებასავით არის დღევანდელი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს:
"აიფონ შვიდი და სხვა დანარჩენი
- დეიდა, თუ შეიძლება, არ მოვკვდები, რა… ხომ არ მოვკვდები? - მელოტი ბიჭი, რომელსაც სახეზე მწვანე ფერი დასდებია, საწოლზე წევს. ფანტომასს წააგავს ფრანგული კომედიიდან, თუმცა ეს კომედია როდია. ეს ტრაგედიაა და ეს რეალობაა.
ბიჭუნას ყოველ დანახვაზე 60 წელს გადაცილებულ სანიტარს ტანში აჟრიალებს, ამდენი წელია მედმუშაკია და მსგავს სცენებს ვერაფრით ეჩვევა. არცაა გასაკვირი, ის ადამიანია, ადამიანი კი ამას ვერასდროს შეეჩვევა.
- რას ამბობ, ჩემო პატარა, რას ჰქვია მოკვდები, რა დროს შენი სიკვდილია, - ამშვიდებს ის ბიჭუნას და თვალები ცრემლებით ევსება. განაგრძეთ კითხვა...