ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მისი მეოთხე შვილი, რამდენიმე თვის გიორგი გარდაიცვალა. ირინა სარიშვილის პოსტი ძნელია, ემოციების გარეშე წაიკითხო.
"ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს.
იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.
ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.
იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.
მერე ნელ-ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე, რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხზე დააყენებდნენ.
ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას. სრულად წაიკითხეთ reitingi.ge-ზე...