აი, ვის ეზრდება ბედნიერი შვილი.
36 წლის კალიფორნიელი მამიკო შოლომ ბერ სოლომონი არ ელოდება, როდის სთხოვს შვილი - ეთამაშოს მას. ის თავად იგონებს 9 თვის ზოისთვის მხიარულ თამაშებს.
და თუ ამ ასაკის ბავშვების ფოტოები ძირითადად შემოიფარგლება ფოტოებით: "ჩვენ ვჭამეთ, აბაზანაში ვართ, გვძინავს და ა.შ.", ზოიმ მოასწრო მანქანაზე ჯარიმის მიღებაც, ნადირობაც და კედელზე გრაფიტის დახატვაც...
ექსცენტრიკული მამიკო ბავშვის დაბადებამდე ცნობილი იყო ფოტოებით ვინტაჟურ ტანსაცმელში, ახლა კი ის "ფეისბუქზე" მოწონებებს თავის პატარა პრინცესასთან ერთად აგროვებს.
"ჩვენ ორივეს მოგვწონს ასე გართობა. მე მოვიგონებ სიუჟეტებს მანამ, სანამ ფანტაზია არ ამომეწურება" - იცინის ის.
ყუთზე წერია "სარეცხის ფხვნილი"