ტაილანდურმა სარეკლამო კომპანიამ ქალებს ემოციური ვიდეო მიუძღვნა. მოკლემეტრაჟიან ფილმში მოთხრობილი მარტოხელა დედის ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.
ახალგაზრდა დედა, სახელად ჯეინი, ოჯახური მდგომარეობის გამო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის და დაცინვის ობიექტი ხდება. იგი 18 წლის ასაკში გახდა დედა და პატარა ჯუნს ზრდის. დედა-შვილის ემოციური, ხშირად მძიმე, თუმცა ბედნიერი ცხოვრების ნამდვილი ამბავი მხოლოდ ვიდეოს ბოლოს ხდება ცნობილი...
იხილეთ ვიდეო