ქალური სიბრძნე თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ დრო გადის და სიბრძნე ტრანსფორმაციას განიცდის, ახალ ფორმებს იძენს.
ყველა მზრუნველი დედა ცდილობს, დაიცვას თავისი ქალიშვილი პოტენციური შეცდომებისგან და სურს მისცეს შვილს რჩევები, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.
აი, თანამედროვე დედებისგან თანამედროვე ქალიშვილებისთვის მიცემული 50 მარტივი, მაგრამ ძალიან გამოსადეგი რჩევა:
1. ქალისთვის საუკეთესო სამკაული – ღიმილია.
2. აირჩიე მუსიკის ის ჟანრი, რომელიც შენს გულთან ახლოს არის. და ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს, რომ არ შეიძლება ამას უსმინო.
3. ნუ შეებრძოლები სხვა ქალებს. შენ ჯერ კიდევ მოგიწევს მათთან ერთად სამყაროს მართვა.
4. ნუ მისცემ მამაკაცს უფლებას, დაგარწმუნოს, რომ ის იმდენად ძლიერია, შეუძლია შეგცვალოს.
5. თუნდაც მან რესტორანში დაგპატიჟოს, დაიმახსოვრე, რომ ეს მისი არჩევანია და შენ მისი ვალი არასოდეს გექნება.
6. იქონიე სურვილი, ნახო და შეიცნო მთელი ქვეყანა.
7. დარწმუნდი, რომ შენი ცხოვრება ისეთივე მაგარია, როგორსაც Instagram-ის პოსტებში სხვებს აჩვენებ.
8. ნუ გაიღიმები, თუ არ გეღიმება.
9. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ.
10. ნუ მისცემ უფლებას მამაკაცებს, გამოხატონ შენდამი აღფრთოვანება ქუჩაში სტვენით. ამისთვის პასუხი აგებინე!
11. ვერასოდეს შეძლებ გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში ხარ.
12. შენი წარმატება – ჩემი წარმატება არ არის. ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია.
13. თუნდაც ძალიან მაღალი იყო, მაინც ჩაიცვი ხანდახან მაღალქუსლიანები.
14. მე მაინც ვისურვებდი, რომ "ჯეინ ეარი" წაგეკითხა.
15. მაგრამ არასოდეს წაიკითხო "რუხის 50 ტონი". ეს სრული სისულელეა! დანარჩენი – თავად აირჩიე.
16. ძალიან გთხოვ, ნახე თუნდაც ერთი სერია ფილმისა "მეგობრები".
17. ყოველთვის დაიბანე ძილის წინ.
18. ნუ დაისხამ ბევრ სუნამოს.
19. იბანავე ტანსაცმელში.
20. იბანავე ტანსაცმლის გარეშე.
21. გწამდეს მფარველი ანგელოზების.
22. ჩაიფიქრე სურვილი, როცა ცას ვარსკვლავი მოსწყდება.
23. იყავი დაკვირვებული ყველაფერში.
24. შეინახე ძველი ბილეთები.
25. არასოდეს მოაქციო საკუთარი თავი ჩარჩოებში.
26. შენი სექსუალურობა არ განსაზღვრავს შენი მორალის დონეს.
27. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწარი რომელიმე მუსიკალურ ფესტივალს.
28. ნუ ჩაიცვამ ისე, როგორც მოდის კრიტიკოსები გირჩევენ. ჩაიცვი ისე, როგორც მათ აცვიათ.
29. თუ შენი საქმე და წარმატება კარიერაში რაღაც კუთხით ავიწროებს მამაკაცს, ის შენი ღირსი არ
არის!
30. შენი მნიშვნელობა არ განისაზღვრება ასაკით, გარეგნობით ან სხეულის ფორმებით.
31. სკოლის პერიოდი – შენი ცხოვრების საუკეთესო წლები არ არის, უნივერსიტეტი – კი!
32. იცეკვე ყურსასმენებით ისე, თითქოს ოთახში არავინ არის. არ გავიცინებ, გპირდები.
33. იპოვე ისეთი ვინმე, ვისთან ერთადაც გულიანად იცინებ.
34. ეცადე, იარო ფეხშიშველმა.
35. თავაწეულმა და წელგამართულმა იარე!
36. გჯეროდეს სასწაულების!
37. ნუ დაგენანება დრო, რომელიც მოწყენილობაში გაატარე. სხვაგვარად როგორ დააფასებ იმ დღეებს, როცა თავს მართლა არაჩვეულებრივად გრძნობ?
38. ყველაფერში იპოვე ზღვარი.
39. ხანდახან დალიე ფინჯანი ყავა შენს თავთან ერთად.
40. იყავი უკკომპრომისოდ გულწრფელი.
41. ადრე გაიღვიძე ხოლმე.
42. ირგვლივ იყოლიე შინაგანად ლამაზი და კაშკაშა ადამიანები.
43. დაიმახსოვრე, რომ არავის შეუძლია ზუსტად ისე იფიქროს, როგორც შენ.
44. არასოდეს თქვა უარი რაიმეზე მხოლოდ იმიტომ, რომ დიდხანს იძინო.
45. მწარე სიმართლე ყოველთვის სჯობს ტკბილ ტყუილს.
46. ყოველთვის, წასვლის წინ, თქვი "მიყვარხარ".
47. არასოდეს გაუშვა ხელიდან შანსი, გადაიღო ლამაზი ადგილები.
48. როცა ცხოვრებაში ბედნიერი პერიოდი გექნება, დატკბი ამ მომენტებით.
49. ეძებე სილამაზე ყველაფერში.
50. ნუ მისცემ შიშს უფლებას, შეგზღუდოს რაიმეში.
ყველაფერი თითქოს მარტივია და ცხადზე-ცხადი, მაგრამ დედობრივად ბრძნული.
ასევე იხილეთ: