რამდენიმე ხნის წინ ბილ გეიტსი უფროსკლასელების წინაშე გამოვიდა და მოზარდებს ის 10 წესი დაუსახელა, რასაც მისი აზრით, ვერასდროს გაიგებდნენ სკოლის კედლებში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიურად ოპტიმიზმისა და პოლიტკორექტულობის სწავლა კარგია, თუმცა რეალობისგან საკმაოდ შორს მდგარ თაობას აყალიბებს, ეს კი მოზრდილთა ცხოვრებაში უცილობელ წარუმატებლობებს გამოიწვევს. ამიტომ სჯობს, მოზარდი თავიდანვე იყოს შეგუებული მომავლის სირთულეებსა და გამოწვევებს და ადეკვატურად ჰქონდეს მათზე რეაქცია.
წესი 1-ლი
ცხოვრება უსამართლოა და ამას მიეჩვიე!
წესი მე-2
მსოფლიოსთვის სულ ერთია შენი თვითშეფასება, ცხოვრება შენგან მოითხოვს საქმეს, მანამ, სანამ შენ თავდაჯერებულობას იგრძნობ.
წესი მე-3
წელიწადში 60 ათას დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე ვერ მიიღებ. ვერ გახდები უცებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ეს ფული საკუთარი შრომითა და კარგი იდეებით უნდა გამოიმუშავო.
წესი მე-4
მიგაჩნია, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მომთხოვნია? მოითმინე, ვიდრე შენ გახდები უფროსი და გაუგებ მას.
წესი მე-5
მიმტანად მუშაობა არ არის ღირსების დამცირება. ეს შესაძლებლობაა, რაღაც აკეთო, სანამ დიდ საქმეზე გადახვალ. და ნურც იმათ დასცინებ, ვინც დღე და ღამე იზუთხავს ყველაფერს - გავა დრო და შეიძლება, მათზე მუშაობა მოგიწიოს.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge