როცა ორსულად ხართ, შეიძლება, სრულიად სხვადასხვაგვარი საკვებისკენ გაგიწიოთ გულმა – ეს ხომ ორსულობის გავრცელებული ნიშანია.
თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც არაა სასურველი ორსულებისთვის, მათ გარკვეული რისკებიც აქვთ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობისთვის. ამ პროდუქტების გამო შეიძლება ბევრი პრობლემაც კი გაუჩნდეს ორსულს, რადგან ისინი ინფექციებს იწვევს.
თქვენ წინაშეა თორმეტი პროდუქტი, რომლებიც რისკის შემცველია მომავალი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის:
1. უმი ან ცუდად მომზადებული ხორცი ან კვერცხი, მათ შორის, ე.წ. გლაზოკი და თოხლო კვერცხი.
2. არაპასტერიზებული წვენები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს.
3. არაპასტერიზებული რძე, რადგან მასში შეიძლება იყოს ბაქტერიები: კამპილობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელა ან ლისტერია.
4. არაპასტერიზებული რბილი ყველი: ბრი, ფეტა, როკფორი, ჭყინტი ყველი – ისინიც შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს ან ლისტერიას.
5. უმი ღივები, მაგალითად, იონჯის ღივები, რადგან ისინი ნაწლავურ ჩხირს ან სალმონელას შეიძლება შეიცავდეს.
6. რაციონში მოერიდეთ ისეთ თევზს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ვერცხლისწყალს მაღალი ოდენობით (ზვიგენი, ხმალთევზა, თინუსი).
7. ალკოჰოლური სასმელი.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge