მეცნიერებმა რა ხანია დაადგინეს, რომ სისხლის ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის ქმედებებზე, ასევე, მის ხასიათზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზეც კი ახდენს გავლენას.
პირველი ჯგუფი
სისხლის პირველი ჯგუფი ყველაზე გავრცელებულია. თავდაპირველად დედამიწაზე მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ბინადრობდნენ, რომლებიც შესანიშნავი მომპოვებლები იყვნენ. ამ ჯგუფის სისხლის მქონეებს ლიდერის თვისებები აქვთ, გამოირჩევიან კარგი იმუნიტეტით.
ახასიათებთ მიზანდასახულობა, ოპტიმიზმი, ძლიერი ნებისყოფა. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰქონიათ რისკისა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებაც. მიიჩნევა, რომ ეს ადამიანები კარგი მმართველები არიან და კარგი საქმიანი ალღო აქვთ.
მეორე ჯგუფი
მეორე ჯგუფის სისხლი ადამიანებს იმ პერიოდში გაუჩნდათ, როცა ტომებად გაერთიანდნენ და კოლექტიური ცხოვრების წესს შეუდგნენ. იმ პერიოდში გაჩნდა ეთიკისა და მორალის პირველი წესებიც. მეორე ჯგუფის სისხლი ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც მომთმენნი არიან, შეუძლიათ დათმობაზე წასვლა, კარგად ამყარებენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან.
არიან ასევე გულღიები, ბეჯითები. სამუშაოში ავლენენ პასუხისმგებლობის გრძნობას და კარგი შემსრულებლებიც არიან. ცდილობენ, მაქსიმალურად ზუსტად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. ნეგატიურ თვისებებს მიეკუთვნება სიჯიუტე, დაძაბულობა, ბუტიაობა.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge