1. ძალიან გრძელი ფრჩხილები.
მათ ეცინებათ ყოველ მოტეხილ ფრჩხილზე ატეხილ ჩვენს ისტერიკაზე, მის საგულდაგულოდ დაგრძელებაზე, მაგრამ, ამასთან, ჩუმად მაინც აღფრთოვანებულები არიან ჩვენი მოვლილი ფრჩხილებით.
2. წარბების ამოქნა.
მამაკაცების 68% სწორედ ამ პროცედურას მიიჩნევს ყველაზე საშინლად მათ შორის, რასაც ქალები უკეთებენ საკუთარ თავს.
3. უძირო ჩანთები
ქალის ყველაზე პატარა ჩანთაშიც კი ეტევა მობილური, გასაღები, საფულე, პომადა, სავარცხელი, სარკე, ჟურნალი, ფოტოები და სათადარიგო კოლგოტი. როცა ქალი მეფოკუსის მოხერხებული მოძრაობით ამოაძრობს 15X20 სმ რედიკულიდან ნივთების მთას და ჩანთაზე ორჯერ დიდ ნივთს, მამაკაცები ამ დროს სერიოზულად ფიქრობენ ქალების მაგიურ შესაძლებლობებზე!
4. რატომ აღებს ქალი პირს, როცა თვალებს იხატავს.
ეს საკითხი გამოცანად რჩება მამაკაცების 78%-ისთვის და მხოლოდ 22%-ია დარწმუნებული, რომ ასე თვალი უკეთ იკვეთება სახიდან. სურათს, რომელიც ასე ახალისებს მამაკაცებს, ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ასე უფრო მოსახერხებელია. როცა პირი იღება, კანი იჭიმება და თვალი ფართოვდება.
5. ქალის ჩემოდნების ზომა.
"დე, სამი დღით აგარაკზე მივდივარ!" - ყვირიხარ შენ დერეფნიდან და თან ცდილობ, გაატიო კარში 30-კილოგრამიანი ჩემოდანი. თუ მამაკაცები გამგზავრებისას ცდილობენ, რაც შეიძლება პატარა ბარგი წაიღონ თან, ქალებს პირიქით, ყველაფერი ერთად მიაქვთ.
6. როგორ დადიან ქალები 10 გრადუს ყინვაში თხელი კოლგოტებით.
მიუხედავად ბანჯგვლიანი ფეხებისა, მამაკაცები მინუს 5 გრადუსზეც იყინებიან, ჩვენ კი, ქალები, მედგრად ვიწონებთ უთხელეს კოლგოტებში თავს ყველაზე სუსხიან ამინდშიც კი. სინამდვილეში ასე სიარული ყინვაში არა მარტო გამბედაობაა, არამედ საკმაოდ საშიში ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, არ ღირს საზოგადოების აღსაფრთოვანებლად თქვენი ჯანმრთელობით გარისკვა.
7. გამუდმებით უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით.
მამაკაცების 63%-ს არა მარტო არ ესმის ეს, არამედ აღიზიანებს კიდეც.
8. თავისებური აზროვნება.
მამაკაცების ხუმრობისა და დაცინვის მარადიული თემა. ალოგიკურობა და ქალური აუხსნელი ქცევა ლოგიკის არქონისგან კი არ მოდის, როგორც ამას მამაკაცები ფიქრობენ, არამედ სულ სხვა აზროვნებით. ქალის აზრები დამოკიდებულია მის გრძნობებსა და ემოციებზე. ცნობილია, რომ ქალებს ზედმეტად განვითარებული აქვთ ინტუიცია, ხოლო მამაკაცები რაციონალური და საღი აზრით გამოირჩევიან.
9. მაღალი ქუსლები.
კლასიკური განმასხვავებელი ქალისა მამაკაცისგან. მიუხედავად წლების, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ კარგავს აქტუალურობას. ბევრ ქალს თავისუფლად შეუძლია იაროს 8-სანტიმეტრიან ქუსლზე, ზოგი ძლივს გადაადგილდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. და მიდით და დაეწიეთ.
10. თვეში უკვე 33-ე ახალი ნივთი.
თუნდაც ის არაფერს უხდებოდეს. თუნდაც ის მთელი მისი ხელფასი დაჯდეს და ვალებიც დაედოს, ის მაინც მშვენიერია. საუკეთესო, ისეთი, როგორიც სხვას არავის აქვს!
11. როგორ უნდა გაიხადო ბიუსტჰალტერი სვიტერის (მაისურის) სახელოებიდან?!
ეს – წმიდათა წმინდაა.