ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯინა ლის 2 წლის ქალიშვილი ინტერნეტსივრცეს იპყრობს. ჯინა 3 შვილის დედაა, თუმცა მისი ახალი გატაცება უმცროს ქალიშვილს, უილოუს უკავშირდება. დედა გოგონას უამრავ ფოტოს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
საგანგებოდ ჰელოუინისთვის კი დედამ პატარა ბუთქუნას კოსტიუმირებული სესია მოუწყო. მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა.
უცნაური ისაა, რომ პატარა უილოუ ისე ჰგავს პოპულარულ ისლანდიელ მომღერალ ბიორკს, რომ სოციალურ ქსელში მას ბიორკის ქალიშვილი უწოდეს. იხილეთ ფოტოსესია