ერთხელ მამა შინ გვიან დაბრუნდა სამსახურიდან, როგორც ყოველთვის, დაღლილი და მოღუშული და დაინახა, რომ კარში ხუთი წლის ვაჟი ელოდა.
- მამა, შეიძლება, რაღაც გკითხო?
- რა თქმა უნდა. რა მოხდა?
- მამა, რამდენს იღებ?
- ეს შენი საქმე არ არის! – აღშფოთდა მამა, - ან რაში გჭირდება?
- უბრალოდ, მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი, რამდენს იღებ ერთ დღეში?
- დაახლოებით 50-ს. რა გინდა?
- მამა... – შვილმა ძალიან სერიოზული თვალებით ამოხედა ქვემოდან ზემოთ, - მამა, შეგიძლია, 30 დოლარი მასესხო?
- მაგიტომ მეკითხები, რომ რაღაც სულელური სათამაშოსთვის მოგცე ფული? – აყვირდა მამა. – ახლავე გაიქეცი და დაწექი!.. როგორ შეიძლება, ასეთი ეგოისტი იყო? მთელი დღე ვმუშაობ, საშინლად ვიღლები, შენ კი ასე სულელურად იქცევი.
ბიჭუნა გაიქცა და თავის ოთახში შეიკეტა. მამა კარში გაშეშდა, კვლავ ბრაზობდა შვილზე. "როგორ ბედავს ხელფასზე მკითხოს და მერე ფული მთხოვოს?"
თუმცა ცოტა ხანში დაწყნარდა და საღად დაიწყო აზროვნება: "იქნებ მართლა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყიდოს. ერთი იმ ოცდაათი დოლარისაც, ვითომ არ მქონია. თან არასდროს უთხოვია ჩემთვის ფული".
ბავშვთან რომ შევიდა, ის უკვე საწოლში იწვა.
იხილეთ სრულად