საუკუნეების წინანდელი რჩევები დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.
1. დაბადებიდან პირველ ოთხ კვირას ნუ გაიყვანთ ბავშვს ქუჩაში, მოარიდეთ ხალხმრავლობას.
2. ხელში ფრთხილად აიყვანეთ. მას ჯერ ჩამოუყალიბებელი კუნთოვანი ქსოვილები აქვს. ნუ ააგდებთ ხოლმე ბავშვს ჰაერში.
3. აბრეშუმის თეთრეული ბავშვს კომფორტს უქმნის. არასდროს ჩააცვათ სინთეტიკური ქსოვილის სამოსი, მხოლოდ ბამბისა და აბრეშუმის.
4. დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ ბავშვს ფეხებზე ოქროს სამაჯურები გაუკეთეთ, ეს მას ალერგიისგან დაიცავს, აუმაღლებს იმუნიტეტს და გაუუმჯობესებს ინტელექტუალურ განვითრებას.
5. არასდროს დატოვოთ ჩვილი მარტო.
6. არასდროს შეაშინოთ. უნებლიეთაც კი.
7. ნუ ეცდებით ჩვილის დაჯენას ან რაიმეზე მიყრდნობას, ამით ხერხემალს გაუმრუდებთ.
8. გაბრაზებული რომ იყოთ, ნუ დაელაპარაკებით ბავშვს უხეში ხმით; მას მხოლოდ მშვიდი, ნაზი ტონით უნდა ესაუბროთ.
9. დაიცავით ჩვილი ძლიერი ქარისგან, შუქისგან; ცეცხლისა და ელექტროსაგნებისგან.
10. არ დაუშვათ ჩვილის გადახურება ან გაცივება. ცხელ ამინდში ნუ მიუშვერთ ვენტილატორს, აგრეთვე ზამთარში მოარიდეთ ელექტრო გამათბობლებს, განსაკუთრებით გაზისას.
11. 6 თვემდე ჩვილს ნუ მისცემთ მარცვლეულ ფაფებსა და მყარ საკვებს.
12. პირველი წლის შესრულების შემდეგ გადაპარსეთ ბავშვს თავი. ეს გაუუმჯობესებს გონებრივ განვითარებას და თმასაც გაუძლიერებს.
13. ნურასდროს ჩაფუთნავთ ბავშვს. სასურველია, რომ მისმა კანმა ისუნთქოს.
14. თუ ბავშვი ატირდა, მიეცით ემოციების გამოხატვის საშუალება. ნუ ეცდებით მის გაჩუმებას კანფეტით. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ.
15. ბავშვის თავისთვის სწორი ფორმის მისაცემად, ინდოეთში ასეთი მეთოდი აქვთ. აბრეშუმის ბალიშში მდოგვის მარცვლებს ყრიან. მარცვალი თავის ქალის ფორმას იღებს და სითბოს გასცემს.
დაბოლოს, როცა ბავშვს კბილების ამოჭრა დაეწყება, მას ცვილისგან დამზადებულ სათამაშოებს აძლევენ. ცვილში შემავალი ნივთიერებები სასარგებლოა ბავშვისთვის. ცვილის სათამაშო შეგიძლიათ ხის სათამაშოებით ჩაანაცვლოთ.