ამ თამაშმა შეიძლება ზოგს ბავშვობა გაახსენოს, ზოგმა კი არც იცოდეს, როგორ ერთობოდა უფროსების თაობა.
აიღეთ 1,5 მეტრის თოკი, ლენტი ან მყარი ძაფი და ბოლოები შეკარით.

პირველი მოთამაშე: ძაფში გაუყარეთ ორივე ხელი, შემდეგ თითოეულზე კიდევ შემოიხვიეთ ძაფი.

ახლა ორივე ხელის საჩვენებელი ან შუა თითი მეორე ხელზე შემოხვეულ ძაფში ამოუყარეთ. (სურ. 1) მიღებულ ფიგურას "აკვანი" ჰქვია. (სურ.2)

მეორე მოთამაშე: საჩვენებელი და დიდი თითებით ძაფის კუთხეებში მოკიდე და ქვემოდან ამოატარე. გაჭიმე ძაფი.

(სურ.3) მიღებულ ფიგურას "გზაჯვარედინი" ჰქვია. (სურ.4)

პირველი მოთამაშე: საჩვენებელი და დიდი თითებით ძაფებს გადაჯვარედინებულ ადგილებში მოკიდე და ქვემოდან ამოატარე (სურ.5)

მიღებულ ფიგურას "ბილიკი" ჰქვია. (სურ.6)

მეორე მოთამაშე: ორივე ხელის ნეკა თითი ამოსდე შიდა პარალელურ ძაფებს და ხელები ცოტათი გვერდით გასწიე (სურ.7)

ორივე ხელის დიდი თითი მიღებულ სამკუთხედში ჩაყავი. საჩვენებელი თითებით გაჭიმე. (სურ.8)

მიღებულ ფიგურას "ჰამაკი" ჰქვია. (სურ.9)
პირველი მოთამაშე: საჩვენებელი და დიდი თითით მოკიდე ძაფის გადაჯვარედინებულ ადგილებში და ძაფი გამოსდე ზედა ნაწილის პარალელურ ძაფებს. (სურ.10) მიღებულ ფიგურას მეორენაირი "გზაჯვარედინი" ჰქვია. (სურ.11)

ახლა, დაწყებული მეხუთე სურათიდან, ფიგურები დაუსრულებლად შეგიძლიათ გაიმეოროთ.