გოგონა მხარი ორსულობის მე-20 კვირაში იმყოფებოდა, როცა წყლები დაღვარა. ექიმებმა მას გადაჭრით უთხრეს, რომ ნაყოფი ვერ იცოცხლებდა და სასწრაფოდ აბორტი უნდა გაეკეთებინა.
მაგრამ მხარიმ უარი განაცხადა – ის გრძნობდა, რომ მისი პატარა იცოცხლებდა. მიუხედავად დიდი რისკისა, გოგონამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ბავშვი, სანამ მშობიარობა თავისით არ დაეწყებოდა.
ჯეტ მორისი ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა და ის მხოლოდ 630 გრ-ს იწონიდა.

ახალშობილი ფილტვების ქრონიკული ანთებითა და სიყვითლით დაიბადა. ჰქონდა პრობლემები გულზე.
მას შემდეგ, რაც პატარას ორგანოები საბოლოოდ ჩამოყალიბდა, ის ყველა დაავადებისგან განიკურნა. ბავშვი სახლში დაბადების დადგენილ თარიღამდე 3 კვირით ადრე გაწერეს.

როცა ექიმებმა ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს, მხარის არ სჯეროდა, რომ ასე მარტივად შეეძლოთ დანებებულიყვნენ. "ორსულობის მე-20 კვირას ისინი ჯემას ჩემს შვილად კი არ თვლიდნენ, არამედ განწირულ ჩანასახად. ამის გაფიქრებაზე ცუდად ვხდებოდი."

"სხვა ვარიანტებს არც მთავაზობდნენ. თუმცა, როცა ექოსკოპიის სურათზე ჩემი შვილის ფოტო ვნახე, მივხვდი, რომ აბორტზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო".
"მესმის, რომ ექიმებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ სიტუაცია და პაციენტები ყველაზე უარესისთვის შეამზადონ, მაგრამ ხომ არ არსებობს წესები გამონაკლისების გარეშე? ისინი კი ჯემას არანაირ შანსს არ აძლევდნენ. როცა ვთქვი, რომ აბორტს არ გავიკეთებდი, ექიმმა ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მას დროს ტყუილად ვაკარგვინებდი."

მხარი მოუწოდებს სხვა ქალებს, მსგავს შემთხვევებში აბორტის გაკეთება არ იჩქარონ: "ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მე მაშფოთებს ის აზრი, რომ სხვა დედები შესაძლოა, ასეთ დროს უყოყმანოდ დათანხმდნენ ექიმების რჩევას და თავიანთ პატარას სიცოცხლის შანსი წაართვან".

ჯეტი – პატარა საოცრებაა. ახლა ის წლის არის, აღარ ავადმყოფობს და თავს მშვენივრად გრძნობს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მხარის წინათგრძნობა რომ არა, ეს პატარა ქვეყანას ვერ მოევლინებოდა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ, თუნდაც სულ ციცქნა არსებასაც აქვს უფლება, იცოცხლოს.

მასალის წყარო: Daily Mail