იდეალური მშობლები არ არსებობენ. უშვებენ შეცდომებსაც, რაც მტკივნეულად აისახება ბავშვის სულიერ განწყობაზე. წარმოგიდგენთ შეცდომების ნუსხას, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ.
"კარგად მოიქეცი" - გამუდმებით ამას ვუჩიჩინებთ შვილებს, სინამდვილეში კი თავადაც არ ვიქცევით სამაგალითოდ. იმდენად გართულნი ვართ ყოველდღიური საზრუნავით, ვერ კი ვამჩნევთ, რამდენ არასწორ ნაბიჯს ვდგამთ შვილებთან მიმართებაში. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოავლინეს 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა.
1. ნებას ვაძლევთ, დიდხანს უყურონ ტელევიზორს
ნებისმიერ მშობელს რომ ჰკითხო, უნდა, რომ ბავშვმა ეკრანის წინ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს, თუმცა, როცა ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ გასუსულებს ვხედავთ, თავადაც ვტკბებით ამ წუთებით.
2. ვემუქრებით და შემდეგ არ ვასრულებთ
"არასოდეს აღარ წამოგიყვან პარკში, რაკი ასე ცუდად იქცევი" - ვიმუქრებით ჩვენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც წავიყვანთ და რაც მთავარია, ბავშვმა ეს ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ შეუსრულებელ მუქარას ჯობია, საერთოდ არ დაემუქროთ.
3. ვუწევთ ხმას
ჯერ ვუყვირით, მერე ვნანობთ. არ უნდა ვყვიროდეთ, მაგრამ ათჯერ რომ ეტყვი და ერთხელაც არ შეიბერტყავს ყურს, რიგითი დედა კი არა, დედა ტერეზაც დაიყვირებდა.
4. ბევრი ტკბილის ჭამის უფლებას ვაძლევთ
ვიცით, რომ ბევრი ტკბილი არას არგებს და პირობასაც ვდებთ, რომ რაიმე სასარგებლო ჩირით ჩავანაცვლებთ. ამის მიუხედავად, სამსახურიდან შინისაკენ მიმავლები გზაში მაინც შოკოლადებს ვყიდულობთ.
5. უფლებას ვაძლევთ, გვიან დაიძინონ
ბევრჯერ ვუდებთ საკუთარ თავს პირობას, რომ "ხვალიდან ათ საათს არ გადააცილებ", მაგრამ ხან ტელევიზორი, ხან "ცოტა ხანს კიდევ" და მაინც გვიან იძინებს.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge