როგორც ცნობილია, ბავშვის სქესის დადგენა ექოსკოპიურად ხდება, მაგრამ ზოგიერთი დედა უპირატესობას ხალხურ მეთოდებს ანიჭებს.
ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მომავალი დედისგან: "სანამ ექოზე წავიდოდი, უკვე ვიცოდი, რომ გოგო იყო (ან ბიჭი). თურმე ეს სავსებით შესაძლებელი ყოფილა თანაფარდობით 50:50-ზე. გთავაზობთ ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით შედგენილ 10 მეთოდს ბავშვის სქესის დასადგენად.
ხასიათი
თუ თქვენ ხართ მშვიდი, გაწონასწორებული ორსული - თქვენს ხსეულში კათილდანწყობილი გოგონა იზრდება. თუ ხართ მუდამ გაღიზიანებული, წვრილმანებზეც გეშლებათ ნერვები და ახლობლებიც კი გაღიზიანებენ - ესე იგი არ გასვენებთ მოუსვენარი ბიჭუნა.
უპირატესობა კვებაში
გემოს შეცვლა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ორსულობის დროს. ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო ორსულს განსაკუთრებით მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ ის კერძი/პროდუქტი. თუ გიზიდავთ ტკბილეული - ელოდეთ გოგონას. მარილიანი და მჟავე მოგწონთ? - მაშინ გზაში ბიჭია!
კანის მდგომარეობა
თუ სახეზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, გაწუხებთ გამონაყარი - ეს ნიშნავს იმას, რომ დედის სილამაზეს პრეტენდენტი გამოუჩნდა და ეს გახლავთ გოგო. ბიჭები ნაკლებად "აუშნოებენ" დედებს.
სიზმრები
დაგესიზმრათ, რომ ბიჭი გაგიჩნდათ? არ დაუჯეროთ სიზმარს. გამოცდილი დედები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი პირიქითაა.
სარძევე ჯირკვლები
თუ მომავალი დედის მარჯვენა სარძევე ჯირკვალი უფრო დიდია მარცხენაზე, ელოდეთ გოგოს, ხოლო თუ პირიქითაა - ბიჭს.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge