შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ.

სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული... შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება... თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ "ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება".

სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:

- როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?

- ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას - დიზაინერს, ავადმყოფობისას - რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად - საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას.

არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, "დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება", "მიხედავს", "ოქროს ჯვარს აჩუქებს", "კარგი ნათლია" ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება. ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ.

ოქროს და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.

- რა მოვალეობა აკისრია ნათლიას?

- სულიერი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხორციელ ნათესაობას უტოლდება. ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე. მისი განცდა, ტკივილი, მწუხარება, სიხარული ერთნაირად უნდა გავიზიაროთ. თუ ვიცი, რომ კვარტალში ერთხელ ვნახავ ნათლულს და ვერაფრით დავეხმარები, უმჯობესია, უარი ვთქვა, ვიდრე ტაძარში აღთქმა დავდო აღმზრდელობითი და სიტყვა არ შევასრულო. შეუსრულებელი სიტყვისთვის ადამიანი ისჯება ღვთისგან. იმდენი სული უნდა ვიტვირთოთ, რამდენზეც შევძლებთ პასუხისგებას. კარგად უნდა ვერკვეოდეთ სახარების სწავლებაში, ვიცოდეთ მრწამსის მნიშვნელობა და თან გარანტი უნდა ვიყოთ ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ჩვილი მშობლებისა და ნათლიის სარწმუნოებით ინათლება, რადგან მას არჩევანის უფლება არა აქვს.

თუ პატარას ვნათლავთ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ თუ მშობლები მორწმუნენი არ არიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაყვანა ტაძარში, რომ ეზიაროს. სამწუხაროდ, არსებობენ მონათლული "ათეისტებიც", რომელთაც ეკლესიის სწამთ, მაგრამ არა მღვდლის. არადა, სწორედ იმ მღვდლის ხელით მოინათლა, რომლისაც არ სწამს, კატეხიზაცია კი ხელს უწყობს ადამიანს, ნათლიის მეშვეობით გაეცნოს სარწმუნოებრივ ანბანს, თუმცა უკუღმა ხდება დღეს, ნათლულისგან უფრო ხშირად ნათლიები სწავლობენ ქრისტეზე.  

იხილეთ სრულად: mshoblebi.ge
კომენტარები (8)
ნინო
რა შუაშია ბევრი ოქროს ჯვარი?ან რა საჭიროა ოქროს ჯვარი?
პირველი კომენტარის ავტორს......
თვითონ ყოფილხარ "მიწიერი და მეშჩანი"-ეს დასკვნა გავაკეთე თქვენზე-პირველი კომენტარის ავტორო...
ია
ვინც ანგარების მიზნით აკეთებს რაიმეს,ყველას ხელი მოეცარება!
მარინა
კომენტარის დამცერსვპასუხობ იმდენ ზიზგსაპრკვევ,მესცანსეზახი,რატომ მონატლე?გეტკვაუარი.კველამ სულსი ცავიხედოტ,მგვდლებმაც,ვიკცევიტ კრისტიანულად?ტუ კველა მესცანი ვარტ.?პულს დაეხარბა კველა
........
İyo periodi ekonomiurad dzlierad vcxovrobdi,eklesiur cxovrebit vcxovrobdi,dzalian mecodeboda gawirvebulebi,yvelas tan vyvebodi ,erti ojaxi dzalian gawirvebuli iyo romelic chemi ojaxis wevrad iqca,dzalian sheviyvare,isic meubneboda tu meyola biwi aucileblad unda moganatvlinoo,gavida dro chem cxovrebashi yvelaperi sheicvala titqmis carieli davrchi,megobarma biwi gaachina,movikitxe siyvarulit,chemi natluli rogor arismetqi,pasuxi eseti iyo biws marto mamaos vanatlinebo,ar mwyenia vin var me mamaos gautolde,magram cota xanshi vgebulob rom mamaos garda ertma gogom monatla bavshvi,mewyina,magram ras vizavt,chemi cxovreba upro gartulda shvili davkarge,,azri dakarga yvelaperma,chemi shvilis banketis dge dadga ,martalia chemi shvili ver moeswro am dges magram ,me mivedi mis megobrebtan,chavixute bavshvebi ,mixaroda eset lamazebs rom vxedavdi,iq iyo chemi megobaric,gulshi chavikarit ertmaneti,chemi shvilis megobrebis mshoblebi nawili bavshvebs gayvnen nawili ki chemi shvilis saplavze wavedit,chemi megobari chem gverdit iyo mepereboda,me is dges dzalian miyvars,yvelaze mdzime tan gansakutrebul dges gvedit myavda
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა ფერის თვალები ექნება თქვენს შვილს
11:59 / 26-04-2017
ყველა მშობელს აინტერესებს, როგორი იქნება მისი შვილი, ვის დაემსგავსება გარეგნულად და რაც მთავარია, რა ფერის თვალები ექნება მას.
როგორ აღვზარდოთ სწორად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ბავშვი
10:55 / 26-04-2017
ჩვენი პატარები დაბადებიდანვე ისაკუთრებენ როგორც გენეტიკურ თვისებებს, ისე ხასიათის შტრიხებს, რომელიც მათ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ებოძათ.
როგორი დედა ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:47 / 23-04-2017
ამის გაგება მნიშვნელოვანია მომავალი დედებისთვისაც და იმ ქალებისთვისაც, რომლებიც ბავშვებს უკვე ზრდიან.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ემოციური ბავშვები
11:37 / 22-04-2017
პატარები ზოგადად სათუთი არსებები არიან. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომელთა ფსიქიკასაც მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროება
დედა ვერ ხვდებოდა მიზეზს, რატომ იგუდებოდა მისი შვილი... - არადა, ეს ნივთი პრაქტიკულად ყველას აქვს სახლში!
22:09 / 21-04-2017
ეს ამბავი ახალგაზრდა დედა მეგან ბადენს შეემთხვა. რამდენიმე ხნის წინ თავის შვილს შეამჩნია უჩვეულო მშრალი ხველა და ჰაერის უკმარისობის გამოვლინებები.
ქეთამ შვილს პირადი "ინსტაგრამი" გაუხსნა - ოჯახური ფოტოები ოლივიას გვერდიდან
16:39 / 19-04-2017
ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, რომ პატარა ოლივიასთვის მისი პირადი "ინსტაგრამი" გაეხსნა, რომელსაც რასაკვირველია, თავად მართავს.
როგორი იქნება 9 თვის ორსულობა, თუკი მას 4 წუთში ჩავტევთ - ეს ვიდეო მთლიანად შეგცვლით!
17:02 / 10-04-2017
ვიდეო, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 4 წუთში გაჩვენებთ, როგორ იბადება სიცოცხლე: დაწყებული ჩასახვიდან - დაბადებამდე.
როგორი მოზარდები იქნებოდნენ ჩვენი საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები
19:39 / 26-03-2017
  მულტფილმები ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებებია.
6 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვალებამდე მშობლებს საოცარი წერილები დაუტოვა...
14:37 / 24-03-2017
2006 წლის შემოდგომაზე 5 წლის ელენ დესერიჩს, ვაიომინგის შტატიდან, თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
"ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს" - ანუ დედის ლექსიკონი
13:51 / 17-03-2017
ხშირად დედიკოები გიპასუხებენ ხოლმე კითხვაზე ისე ადვილად, გამოცდილი რომ არ გქონდეთ, ვერც მიხვდებით, რა იგულისხმა. ჰოდა, გადავწყვიტე, გაგიმარტივოთ საქმე და თანაც, დრო დადგა, გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი