კუდიანი ექიმები
 კუდიანი ექიმები
ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, იშვიათად ავადდებიან და ხშირად იღიმიან. ისიც ფაქტია, რომ შინაური ცხოველები სხვადასხვა დაავადებასაც კურნავენ.

ძლიერი იმუნიტეტი

იმ ბავშვებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, 77%-ით მყარი იმუნიტეტი აქვთ ალერგიის მიმართ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებსაც ოთხფეხა მეგობრებთან არ აქვთ სისტემატიური კონტაქტი. თუკი სახლში ორზე მეტი ცხოველი გყავთ, ალერგიის წარმოშობის რისკი კიდევ უფრო მინიმალურია.

განსაკუთრებული კავშირი
ლეგენდის თანახმად, სწორედ ქალმა მიიჩვია პირველად კატა და მას საკუთარ სახლში დაუდო ბინა. მას შემდეგ ხშირად საუბრობენ ამ ორი არსების ემოციურ მსგავსებაზე. თუკი რამე გტკივათ, კატა აუცილებლად მტკივნეულ ადგილთან მოგიცუცქდდებათ, თუ ცუდ განწყობაზე ხართ_ კუდის ქიცინით მოვა დასამშვიდებლად. როდესაც კატას უყურებთ, თქვენი წნევა რეგულირდება, თავის ტკივილი კი უკვალოდ ქრება.

ოთხფეხა სპორტსმენები
XIX საუკუნის დასაწყისში ადამიანი სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით 75 ათას კილომეტრს გადიოდა ფეხით. XXI საუკუნეში ეს რიცხვი 42 ათას კილომეტერს შეადგენს. ამ შედეგის გაზრდას აუცილებალდ შეძლებთ, თუკი ძაღლის იყოლიებთ. ის გაიძულებთ დღეში ნახევარი საათი მაინც ისეირნოთ მასთან ერთად.

ცხენის ძალა
ცხენით გასეირნება
You must have Flash Player installed in order to see this player.
სტრესის მოსახსნელად არაჩვეულებრივი საშუალებაა. ავადმყოფობისგან განსაკურნად კი ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიმართავდნენ ამ მეთოდს.

საუკეთესო მეგობრები
7-8 წლის ბავშვების 90%, მშობლების შემდეგ, ყველაზე საყვარელ არსებად სწორედ შინაურ ცხოველებს ასახელებენ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, უფრო ადვილად ურთიერთობენ და მეგობრობენ თანატოლებთან. ამას გარდა, სწავლის კოეფიციენტიც უფრო მაღალი აქვთ. ამ ფაქტს მეცნიერები ასე ხსნიან: როდესაც იმ ოთახში, სადაც ბავშვი მეცადინეობს, ოთხფეხა ცხოველიცაა, ეს ბავშვის ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ამასთან, საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს მას.

კომენტარები (7)
ლია
2 წელია რაც ჩიტები გავიმრავლე სახლში და გზაფხულის ალერგია გამიქრა!
ნინო
აი რატომ მიყვარს ფისოები ყველაზე მეტად.
4+1=5
მართალია, ფისოებზე რაც წერია, ძალიან საყვარლები და მგრძნობიარეები არიან.ვინც კატას თარსიანს ეძახის ის კი გაუნათლებელია, რადგან ფისოებს მხოლოდ კეთილდღეობა მოაქვთ და თანაც ეკლესიურ ცხოველადაც თვლიან, რომის პაპის კატა გაიხსენეთ
ელა
ტეოტეო თაღლითი Xარ შენ??? მაგი ათასჯერ ვცადე მაგრამ ფული არა იხვი გამოვუმუშავე დაანებე თავი ლაყბობას
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
დებილობაა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორია ძაღლის პატრონის ყოველი დილა? (+ვიდეო)
19:03 / 25-04-2017
შინაური ცხოველები დიდ ადგილს იკავებენ მოსიყვარულე პატრონის ცხოვრებაში, ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ მათ გარემოცვაში.
უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
15:31 / 12-04-2017
გაიცანით უპატრონო ძაღლი, სახელად ტუა ფულა, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოირჩევა, როგორც ყველაზე ზრდილობიანი ძაღლი.
ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას
14:50 / 07-04-2017
არა მარტო ძაღლს, არამედ კატასაც უყვარს ადამიანის საკვები. ის ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა - აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება.
 ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი  მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
13:25 / 27-03-2017
30 მოპსი ერთად, მართალია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ამავდროულად - ძალიან ძვირი სიამოვნებაც.
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
17:35 / 20-10-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით.
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
16:40 / 26-05-2014
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო - ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა
12:30 / 16-05-2014
ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები (+ფოტო)
11:00 / 31-08-2013
ხშირად, დაუგეგმავად და მოულოდნელად, მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები ისეთ მომენტს იჭერენ ობიექტივით, რომ ძალიან სიმბოლური და სახალისო კადრები გამოდის.
მაღალი მოდა ძაღლებისთვის 600 დოლარად
15:20 / 04-02-2013
პარიზში დასრულდა მაღალი მოდის ჩვენება, ახლა კი ესტაფეტას ნიუ-იორკი იღებს. ამერიკაში გამოვიდა უცნაური ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება ყველაზე უცნაურ Haute couture-ს... ძაღლებისთვის.
ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს
12:14 / 23-11-2012
აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი