საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს
საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს
თქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად უზიარებთ თქვენს ულუფას? ეს საშინელი შეცდომაა.

ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ჩვენს საკვებში შემავალი პროდუქტი არა მარტო ცუდად მოქმედებს ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ შესაძლოა ცხოველი სერიოზულად დააავადოს.

ყველაზე გავრცელებული საშიში პროდუქტი

• ცხიმიანი ხორცი და ქონი, გამანადგურებლად მოქმედებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
• მაგარი ძვლები ძაღლის კბილებს ანადგურებს და შესაძლოა ნაწლავის დაზიანებაც გამოიწვიოს.
• ხორცის ფარში ნაწლავში ნახევრად გადამუშავებული ხვდება და შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.

სახლში ძაღლის ყოფნამ ისე იცის მიჩვევა, რომ ხშირად მას ოჯახის წევრებისგან არ ვანსხვავებთ, მაგრამ ჩვენი საკვების მისთვის გაზიარება, დანაშაულია. თუმცა, როცა არ იცით, ძნელია თავად განსაზღვროთ ძაღლის რაციონი. ამიტომ, ძაღლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ ავიცილოთ, სჯობს მას მზა საკვები ვაჭამოთ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. მას შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 წლის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.

ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. არც ესაა სწორი დამოკიდებულება. ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ყურადღება მიაქციეთ ძაღლის აქტივობასაც. იმ ძაღლს, რომელიც კორპუსში ჰყავთ გამოკეტილი, ნაკლებად სჭირდება კვება, ვიდრე მას, რომელიც ეზოში იზრდება და უფრო აქტიურად ცხოვრობს.

ჟურნალი "და ქალი"
(თებერვლის ნომერი)
კომენტარები (13)
თორნიკე
გამარჯობათ მე მყავს ჰასკის 4 თვის ლეკვი რომელსაც კვების შემდეგ ახასიათბს ღებინება რაც უკვე 2 კვირაა გრძელდება რისი ბრალია?
თორნიკე
გამრჯობათ მე ვარ თორნიკე მე ველოდები ლაბრადორის ლეკვს რომელიც არის 3 კვირის და მაინტერესებს რა ვაჭამო გთხოვთ მომწერეთ
გიორგი
მყავს ლეკვი რომელიც ჩამს ქათმის კვერცხებს როგორ გადავაჩვიო?
გიორგი
მყავს სოფელსი ძაგლი ჩამს კვერცხებს როგორ გადავაჩვიო?
ლელა
პასუხს ვინ და სად მომწერთ?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
17:35 / 20-10-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით.
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
16:40 / 26-05-2014
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო - ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა
12:30 / 16-05-2014
ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები (+ფოტო)
11:00 / 31-08-2013
ხშირად, დაუგეგმავად და მოულოდნელად, მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები ისეთ მომენტს იჭერენ ობიექტივით, რომ ძალიან სიმბოლური და სახალისო კადრები გამოდის.
მაღალი მოდა ძაღლებისთვის 600 დოლარად
15:20 / 04-02-2013
პარიზში დასრულდა მაღალი მოდის ჩვენება, ახლა კი ესტაფეტას ნიუ-იორკი იღებს. ამერიკაში გამოვიდა უცნაური ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება ყველაზე უცნაურ Haute couture-ს... ძაღლებისთვის.
ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს
12:14 / 23-11-2012
აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს.
"ფუმფულა" სენსაცია: დიდ ბრიტანეთში ყველაზე პატარა ძაღლი გაჩნდა
16:00 / 06-09-2012
როგორც აღმოჩნდა, ნამცეცები არა მარტო ზღაპრებში გვხვდება, არამედ ცხოვრებაშიც, უფრო სწორად - ოთხფეხა არსებებს შორის. ახლახან The Daily Mail-ის ფურცლებზე გამოჩენილი ნამცეცა ძაღლი ნამდვილ სენსაციად იქცა.
რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს
14:30 / 25-05-2012
ინტერნეტში მრავალ სასაცილო ფოტოსურათს ვაწყდებით, რომლებზეც მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილი ძაღლებია გამოსახული: ქარი ცხოველს ბეწვს უფრიალებს, დრუნჩზე კი ნეტარება აქვს გამოსახული.
Adidas-ის სპორტული სამოსი ძაღლებისთვის (+ ფოტო)
17:00 / 04-04-2012
ინტერნეტ-ჟურნალმა Luxirare-მა მოამზადა ფოტორეპორტაჟი იმის შესახებ, როგორ უნდა გამოვაწყოთ ძაღლი Adidas-ის სპორტული სამოსში. მოდელის ამპლუაში შინაური ცხოველი, სახელად როკი გამოვიდა.
ჩანთა ძაღლებისთვის! მოდური აქსესუარი ცხოველებისთვის (+ ფოტო)
13:15 / 15-09-2011
დიზაინერებმა გადაწყვიტეს მხოლოდ ადამიანების მოდაზე და მათ კომფორტზე არ ეზრუნათ და მათი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც დაეთმოთ დრო.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31