ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს
ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს
აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს.

სწორედ ასეთი მონაცემები მიიღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, NOAH-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. აი, მამაკაცები კი თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ ნაკლებად ერთგულები აღმოჩნდნენ - ძლიერი სქესის მხოლოდ 12% არის მზად, სოლიდარობა გამოუცხადოს თავის კატასა თუ ძაღლს.

"როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო სიყვარულზე რჩევისთვის მიმართონ საყვარელ ოთხფეხებს, არამედ მათთან ერთად სხვა საკითხებიც გაარჩიონ, მაგალითად, ამინდი", - წერს The
You must have Flash Player installed in order to see this player.
Daily Mail
.

ასევე, გაირკვა, რომ შინაური ცხოველების მფლობელთა 10% მზად არის, თავი დაანებოს მოწევას, იმისათვის, რომ არ შეამციროს ხარჯები თავისი ოთხფეხას მოსავლელად.

სხვათა შორის, ცხოველებზე ასეთი ზრუნვა ძალიანაც გამართლებულია. ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ შინაური ცხოველები ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს - ისინი ხდებიან უფრო ყურადღებიანები, მონდომებულები, მზრუნველები და კომუნიკაბელურები.
კომენტარები (6)
ნინო
რა კარგი გოგოები ხართ ... მე და ჩემი შვილები ვგიჟდებით ძაღლებზე და საერთოდ ცხოველებზე, მათგან უნდა ვისწავლოთ ერთგულება
მარი
მყავს ორი კატა,რომელთაც ოჯახის სრულუფლებიან წევრებად აღვიქვავ.
მარი
დავაკვირდი და საერთოდ ადამიანებს რა დამოკიდებულებაც აქვთ ცხოველების მიმართ იგივე დამოკიდებულება აქვს ადამიანების მიმართაც...
ნინი
მანჩო ჩემნაირი ყოფილხარ :)სახლში ძაღლი მყავს და ეზოში 4 დიდ და 4 პატარა კატას ვუვლი :)
მანჩო
შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ცხოველები როგორც ადამიანები ისე მიყვარს,თუმცა მეტი აღარ შემიძლია, სოფელში სადაც უპარონო ძარლი და კატაა, სულ ჩემს ეზოში მოდიან, შეძლებისდაგვარად ვეხმარები ყველას,ვცდილობ ყველას პატრონი მოვუძბნო, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებ, ამიტომ ჩემი სახლის ეზო სავსეა მიუსაფარი ცხოველებით, რის გამოც, ოჯახში სერიოზული უსიამოვნებები მექმნება, .ნეტავ ყველა ქალაქში არსებობდეს ცხოველთა თავშესაფარი, ისე ჩემო ნანა, ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ ადამიანზე წინ ცხოველია დასაყენებელი, მძულს ის ადამიანები, ვინც სიბერის გამო ცხოველებს ქუჩაში ყრიან.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი  მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
13:25 / 27-03-2017
30 მოპსი ერთად, მართალია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ამავდროულად - ძალიან ძვირი სიამოვნებაც.
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
17:35 / 20-10-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით.
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
16:40 / 26-05-2014
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო - ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
კატა, რომელმაც 4 წლის აუტისტი ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა
12:30 / 16-05-2014
ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ დაესხა ეზოში ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს ავი ძაღლი.
საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები (+ფოტო)
11:00 / 31-08-2013
ხშირად, დაუგეგმავად და მოულოდნელად, მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები ისეთ მომენტს იჭერენ ობიექტივით, რომ ძალიან სიმბოლური და სახალისო კადრები გამოდის.
მაღალი მოდა ძაღლებისთვის 600 დოლარად
15:20 / 04-02-2013
პარიზში დასრულდა მაღალი მოდის ჩვენება, ახლა კი ესტაფეტას ნიუ-იორკი იღებს. ამერიკაში გამოვიდა უცნაური ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება ყველაზე უცნაურ Haute couture-ს... ძაღლებისთვის.
"ფუმფულა" სენსაცია: დიდ ბრიტანეთში ყველაზე პატარა ძაღლი გაჩნდა
16:00 / 06-09-2012
როგორც აღმოჩნდა, ნამცეცები არა მარტო ზღაპრებში გვხვდება, არამედ ცხოვრებაშიც, უფრო სწორად - ოთხფეხა არსებებს შორის. ახლახან The Daily Mail-ის ფურცლებზე გამოჩენილი ნამცეცა ძაღლი ნამდვილ სენსაციად იქცა.
რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს
14:30 / 25-05-2012
ინტერნეტში მრავალ სასაცილო ფოტოსურათს ვაწყდებით, რომლებზეც მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილი ძაღლებია გამოსახული: ქარი ცხოველს ბეწვს უფრიალებს, დრუნჩზე კი ნეტარება აქვს გამოსახული.
Adidas-ის სპორტული სამოსი ძაღლებისთვის (+ ფოტო)
17:00 / 04-04-2012
ინტერნეტ-ჟურნალმა Luxirare-მა მოამზადა ფოტორეპორტაჟი იმის შესახებ, როგორ უნდა გამოვაწყოთ ძაღლი Adidas-ის სპორტული სამოსში. მოდელის ამპლუაში შინაური ცხოველი, სახელად როკი გამოვიდა.
საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს
12:01 / 17-02-2012
თქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად უზიარებთ თქვენს ულუფას? ეს საშინელი შეცდომაა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი