პარიზში დასრულდა მაღალი მოდის ჩვენება, ახლა კი ესტაფეტას ნიუ-იორკი იღებს. ამერიკაში გამოვიდა უცნაური ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება ყველაზე უცნაურ Haute couture-ს... ძაღლებისთვის.
იხილეთ ფოტოგალერეა
ნიუიორკელი ფოტოგრაფი პოლ ნატანი ცნობილია თავისი ნამუშევრებით ცნობილი ბრენდებისთვის; ასევე, წიგნით "Generation Ink: Williamsburg, Brooklyn", რომელშიც მოსვირინგებულ ადამიანთა ფოტოებია შესული. მეორე ალბომისთვის ფოტოგრაფმა არანაკლებ საინტერესო თემა შეარჩია – ძაღლებისა და მათი პატრონების ჩაცმულობა.
წიგნისთვის პერსონაჟების ძებნის პროცესში პოლი შეხვდა ქალს, რომელიც თავისთვის და ძაღლისთვის ერთნაირ სამოსს ყიდულობდა. სწორედ მან დააკავშირა ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც თავს იმით ირთობდნენ, რომ საკუთარ ოთხფეხებს მოდურად მოსავდნენ და მათთვის ელიტურ საღამოებს მართავდნენ.
წიგნი შედგება ოთხფეხების სტუდიური ფოტოებისგან და მათი მფლობელების ინტერვიუებისგან. ზოგიერთი მათგანი ძაღლის ერთ კონკრეტულ სამოსში 600 დოლარზე მეტს იხდის.
თუმცა პოლ ნატანი გადაღებების დროს სირთულეებს გადააწყდა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ფოტოსესიაში მონაწილეობას იღებდნენ ძაღლების "წყვილები", რომლებიც გადაღებების დროს ერთმანეთისკენ იწევდნენ (რას იზამ, ბუნებას ვერ უბრძანებ!). მიუხედავად ამისა, მასალა იმდენი მოგროვდა, რომ პოლი უკვე წიგნის მეორე ნაწილის გამოშვებას და კატების Haute couture-ის სერიის გადაღებასაც გეგმავს.
იხილეთ ფოტოგალერეა