მხოლოდ ქალბატონებისთვის
ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი:
მოგეჩვენებათ, თითქოს მთელი სამყარო დაგიპირისპირდათ. გარშემო მყოფების მიმართ გაღიზიანებული და აგრესიული იქნებით.
ბიზნესი და ფინანსები
ურთიერთობა და საქმეები რომ არ გააფუჭოთ, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან გამოიჩინეთ დიპლომატია. შესაძლოა ახალი სამსახურის ძებნამ მოგიწიოთ.
ჯანმრთელობა
პლანეტა მარსი ენერგიით აგავსებთ, მაგრამ ამ ძალას უარყოფითი ემოციებისთვის ნუ გამოიყენებთ.
სიყვარული და ოჯახი
თუ კონფლიქტებს სამსახურში აიცილებთ, პირადში - ვერა. ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ. ცხელ გულზე საბოლოო გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.
კურო:
დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ. ყველაფერი აწონ-დაწონეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
ბიზნესი და ფინანსები
უამრავ დაბრკოლებას - ხელმძღვანელობის კონტროლი, იურიდიული საკითხები, სადაგასახადო ინსპექცია - უნდა გაუძლოთ. ეცადეთ, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საბუთები წესრიგში გქონდეთ. რაც შეეხება ფინანსებს, მაქსიმალური ეკონომიის გაწევა მოგიწევთ.
ჯანმრთელობა
საკუთარი არა, მაგრამ ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობით იქნებით შეშფოთებული, რაც დამატებით ნერვიულობასა და დანახარჯებს მოგიტანთ.
სიყვარული და ოჯახი
ოჯახი ის ნავსაყუდელია, სადაც პრობლემებით დახუნძლული, შვებას ჰპოვებთ. საყვარელი ადამიანი გვერდიდან არ მოგცილდებათ და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ. '
ტყუპი:
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ.
ბიზნესი და ფინანსები
გაფრთხილდით, რათა სხვების ხელში მარიონეტად არ იქცეთ. დაიცავით საკუთარი პოზიცია. მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდით. დანაზოგის დახარჯვაც კი მოგიწევთ ბიზნესის და პირადი პრობლემების მოსაგვარებლად.
ჯანმრთელობა
დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო მუდამ გადაღლილი და გამოუძინებელი ხართ. აპრილის ბოლოს რამდენიმედღიანი შვებულება აიღეთ და ქალაქგარეთ განმარტოვდით.
სიყვარული და ოჯახი
დაქორწინებულებს დაძაბული ურთიერთობა ექნებათ მეუღლეებთან. ხშირია კონფლიქტი და საქმეების გარჩევა. ეცადეთ მაქსიმალურად ცივი გონებით იმოქმედოთ.
კირჩხიბი:
გახსოვდეთ, რომ სიზარმაცე დამღუპველია. მოიკრიბეთ ძალა და ახლი მიზნების განხორციელებას შეუდექით.
ბიზნესი და ფინანსები
კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. ან მათ არ ესმით თქვენი, ან თქვენ ვერ უხსნით საქმის ვითარებას. დაიკაპიწეთ მკლავები და მოთმინებით აღიჭურვეთ და იმუშავეთ. მთელი თვის მანძილზე შემოსავლები გელით.
ჯანმრთელობა
არაფერი გემუქრებათ. ჯანმრთელი და ენერგიით აღსავსე ხართ. ერთადერთი, გირჩევთ, საღამოობით ფეხით ისეირნეთ.
სიყვარული და ოჯახი
თუ ოჯახურმა (საყვარელ ადამიანთან) პრობლემებმა დაგღალეს, დროა, შეეშვათ მათ და, ცოტა ხნით, მარტომ განაგრძოთ ცხოვრება. ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ლომი:
ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოისურვებთ. მთავარია, ყოველი ნაბიჯი და საქციელი სწორად გათვალოთ.
ბიზნესი და ფინანსები
სამსახურში ხშირად აღმოჩნდებით ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. ეცადეთ ყველა პრობლემას გაართვათ თავი. ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობას დაგიფასებთ, - ან დაგაწინაურებთ, ან ხელფასს მოგიმატებთ. თვის ბოლოს კრედიტის აღებასაც მოახერხებთ.
ჯანმრთელობა
ნერვული დაძაბულობის გარდა სხვა საფრთხე არ გემუქრებათ. თვის პირველ დეკადაში სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან.
სიყვარული და ოჯახი
საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოგიწევთ. საყვარელი ადამიანი მრავალ სიხარულს მოგანიჭებთ. დაძაბულობა მოიმატებს ნათესავებთან, რადგან ყველას სურს, მათი პრობლემები თქვენ მოაგვაროთ.
ქალწული:
მიზნის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. თქვენ არასდროს განებივრებთ ფორტუნა სასიამოვნო სიურპრიზებით. თქვენთვის წარმატება 95% შრომა და 5% - იღბალია. მაქსიმალურად მოიკრიბეთ ენერგია და მოთმინება. საკმაოდ დაძაბული თვე გელით.
ბიზნესი და ფინანსები
ახალი ბიზნესპროექტები დანახარჯებს მოითხოვს. მეგობრული დამოკიდებულება შენარჩუნეთ საკრედიტო ორგანიზაციებთან.
ჯანმრთელობა
ენერგიისგან დაცლილი ხართ. უამრავმა დაავადებამ შეიძლება იჩინოს თავი თუ ზომებს არ მიიღებთ, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და ძილის რეჟიმი. აი, რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება.
სიყვარული და ოჯახი
სამსახურში დაძაბული გრაფიკის და უამრავი სამუშაოს გამო საყვარელ ადამიანთთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. უსიამოვნება შეგექმნებათ შვილებთანაც, რადგან ვერც მათთვის ვერ იცლით.
სასწორი:
თავი შეიკავეთ ემოციებისგან. იმ ადამიანების მიმართაც კი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავენ.
ბიზნესი და ფინანსები
პარტნიორებმა რომ მიგატოვონ, მაინც არ დანებდეთ და საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ. აპრილში დაწყებული ბიზნესი მაის-ივნისში გამოიღებს შედეგს. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. აპრილი ემოციურ დანაკარგს უფრო მოგიტანთ, ვიდრე - მატერიალურს.
ჯანმრთელობა
გაუფრთხილდით გულს. ფიზიკური გამოფიტვისა და დაღლილობის ტყვე რომ არ გახდეთ, ივარჯიშეთ, მიიღეთ ვიტამინები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
სიყვარული და ოჯახი
დაქორწინებულებს ქონების გაყოფის გამო შეექმნებათ პრობლემები. დასაქორწინებლებს ძველი საყვარლის გამოჩენა თავბრუს დაახვევს. მოსალოდნელია კონფლიქტები ახლანდელ პარტიორთან. საქმეების გარჩევა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.
მორიელი:
ბევრ საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. იყავით დისციპლინირებული და ყურადღებიანი.
ბიზნესი და ფინანსები
აკონტროლეთ თანამშრომლები, რათა მათი უყურადღებობის გამო უცხოელ პარტნიორებთან პროექტები არ ჩაგივარდეთ. გადაამოწმეთ ყველა იურიდიული დოკუმენტი.
ჯანმრთელობა
შესაძლოა ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. თვის მეორე დეკადაში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. მოსალოდნელია ავარიები და ტრავმები.
სიყვარული და ოჯახი
სამსახურებრივი პრობლემების გამო უსიამოვნებები საყვარელ ადამიანთანაც შეგქმნებათ. ეცადეთ, საოჯახო საკითხები ერთად მოაგვაროთ.
მშვილდოსანი:
ყველა პრობლემა ერთდროულად დაგატყდებათ თავს და ყველაფერის მოგვარება მარტოს მოგიწევთ. ქრონიკული დაღლილობა და მუდმივი უძილობა თქვენი თანმდევი გახდება.
ბიზნესი და ფინანსები
მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ ხელმძღვანელობასთან. დაუმტკიცეთ, რომ გამოცდილი და ერთგული კადრი ხართ. მუშაობისას არ აჩქარდეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ფინანსური სიდუხჭირიდან თავს მეგობრებისა და მშობლების დახმარებით დაიძვრენთ.
ჯანმრთელობა
სერიოზული საფრთხე არ გემუქრებათ, უბრალოდ ემოციურად იქნებით გადატვირთული. ხშირად დაისვენეთ და გამოიძინეთ.
სიყვარული და ოჯახი
საყვარელი ადამიანი და შვილები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს. საქმეების მოგვარების შემდეგ რამდენიმედღიანი შვებულება აიღეთ და ოჯახთან ერთად დაისვენეთ.
თხის რქა:
კარიერა და ოჯახის წევრები - აი, თქვენი მთავარი საზრუნავი აპრილში. თქვენზეა ზედგამოჭრილი ფრაზა: "ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა".
ბიზნესი და ფინანსები
სამსახურში ყველა დაბრკოლებას უპრობლემოდ მოაგვარებთ და კოლეგებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. ახალი ბიზნესიდეების განხორციელება თქვენგან დამატებით მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს. მეგობრებისგან ფინანსურ დახმარებასაც მიიღებთ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსადეგ რჩევებსაც.
ჯანმრთელობა
განსაკუთრებული საშიშროება არ გელით, მაგრამ იმ თხის რქებმა, რომლებსაც გული აწუხებთ, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაციები.
სიყვარული და ოჯახი
მთელი აპრილი ოჯახური პრობლემებით - საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, აგარაკის ყიდვა, რემონტი, ავეჯის განახლება - იქნებით დაკავებული. მაქსიმალური ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ მშობლების მიმართ.
მერწყული:
დაივიწყეთ ძველი პრობლემები. ახალი თავგადასავლები, ემოციები და ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მოგეცემათ.
ბიზნესი და ფინანსები
აპრილის ძირითადი საზრუნავი საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის დასტაბილურება იქნება. მოთმინებითა და შრომით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. რაც შეეხება ფინანსებს, ამ სფეროში პრობლემები არ გექნებათ.
ჯანმრთელობა
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ერთადერთი, რაშიც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ქალაქგარეთ მგზავრობაა.
სიყვარული და ოჯახი
სერიოზული ცვლილებები გელით. ყველაფერ ძველს სიამოვნებით დაივიწყებთ და ცხოვრებას ახალი გრძნობით, პარტნიორით, სტატუსით გააგრძელებთ.
თევზები:
მეტი პასუხისმგებლობას აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.
ბიზნესი და ფინანსები
წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ ახალი პროექტები. უფროსობაც და კოლეგებიც გვერდით დაგიდგებიან და ყველაფერს საუკეთესოდ დაასრულებთ. მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა ან მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა.
ჯანმრთელობა
ენერგიული, აქტიური და მიზანსწრაფული ხართ. ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიგყავთ, მაგრამ ხანდახან დასვენებისა და გამოძინებისთვისაც გამონახეთ დრო.
სიყვარული და ოჯახი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბებათ, მაგრამ განშორებაზე ნუ იფიქრებთ. პირიქით, ერთად დაგეგმეთ მომავალი და მომავალი საერთო საცხოვრებლის კეთილმოწყობის საკითხებიც ერთად გადაწყვიტეთ.