ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 4-ში დაიბადეთ?
ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 4-ში დაიბადეთ?
რიცხვი 4 პლანეტა ურანის სიმბოლოა და ის რიცხვ 1-ს უკავშირდება; ოკულტიზმში იწერება, როგორც 4–1.

4 რიცხვში დაბადებულები თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერს საპირისპირო მხრიდან უყურებენ. ყველა კამათსა თუ დისკუსიაში საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ. და თუმცა სულაც არ უნდათ მოკამათის როლში ყოფნა, მაინც ოპოზიციურ ძალას იწვევენ და უამრავ ფარულ მტერს იჩენენ.

ეს ადამიანები განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები, თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენებას მათი პესიმისტური ხასიათი უშლის ხელს. ისინი, როგორც წესი, ბრწყინვალე აკადემიურ კარიერას იკეთებენ.

მათ ძალიან მძლავრი დამკვირვებლური ნიჭი აქვთ და კარგი ათვისების უნარი. ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად გამოსდით. თანდაყოლილი ნიჭი მათ საშუალებას აძლევს სისტემატურად და მეთოდურად აკეთონ სამუშაო. არ გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იშვიათად კამათობენ. ფული მათგან ისევე სწრაფად მიდის, როგორც შესდით.

ემოციური თავისებურებები

4 რიცხვი მარტივად არ ჰყვება გრძნობებს, მაგრამ თუ აჰყვა, მაშინ სამუდამოდ. ისინი ერთგულები არიან არა ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ ძნელად უყვარდებათ. ისინი სექსუალურად გაწონასწორებულები არიან და მარტივად პოულობენ პარტნიორს.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პესიმისტები არიან და სევდიანი განწყობა მათი თანმდევია ყველგან და ყოველთვის. ეს ძალიან რთული ასატანია გარშემომყოფებისთვის, რადგანაც ძნელია პესიმისტისა და საკუთარ თავში რწმენადაკარგული ადამიანის გვერდით ყოფნა.

ეს ორი თვისება უსიამოვნო გრძნობას იწვევს - მწვანეთვალება ურჩხულს, ეჭვიანობას. საკუთარი თავის რწმენას მოკლებულები, ისინი ითხოვენ გარშემომყოფთა აღიარებას და თუ ვერ მიიღეს, ეკლიანები და უკარებები ხდებიან.

უარყოფითი თვისებები

ბევრი დადებითის მიუხედავად, 4 რიცხვი იშვიათად აღწევს წარმატებას ცხოვრებაში ყველაფრის გადამხაზველი პესიმიზმის გამო. იმის გამო, რომ ყველაფერში ბნელ მხარეს ხედავენ და საკმარისად არ სჯერათ საკუთარი ძალების, ხშირად უშვენებ ხელიდან შანსს. მათ არ ჰყოფნით ძალა, ებრძოლონ წარუმატებლობებს და წაგებას რომ თავი აარიდონ, ურჩევნიათ, საერთოდ არ იმოქმედონ.

4 რიცხვი - მფლანგველი


მათ საერთოდ არ შეუძლიათ ეკონომიის გაწევა და როცა საჭიროებისთვის თანხებს ვერ გამონახავენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და მათი რწმენა საკუთარი თავის მიმართ საბოლოოდ კვდება.

ჰარმონიული ურთიერთობები

4 რიცხვში დაბადებულთა პარტნიორები გამუდმებით უნდა ამხნევებდნენ მათ. გარშემომყოფები უდიდესი მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდნენ ამ ადამიანების პესიმისტურ ხასიათს. სამაგიეროდ, მიიღებენ უერთგულეს ადამიანს, რადგან თუ 4-იანი ვინმეს მიეჯაჭვა, ეს სამუდამოდ იქნება.

მონათესავე რიცხვები - 1, 10, 15, 28, 4, 8, 17, 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები
- 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები
- იანვარი.

ბედნიერი რიცხვები
- 4, 13, 22, 31.

ფერები
- ღია ცისფერი და თეთრი. ყველა ღია ფერი, ელექტრიკი და რუხი.

ქვები
- აკვამარინი (თეთრი და მუქი საფირონი)

ავადმყოფობები
- თირკმელები, წელისა და თავის ტკივილი (უნდა მოერიდნენ ცხარე საკვებს).

რეკომენდაციები

4 რიცხვში დაბადებული ადამიანები არასოდეს იქნებიან ბედნიერები ამ მატერიალურ სამყაროში. მიუხედავად მათი ერთგულებისა, მათ პესიმისტურ ხასიათს ბევრი ვერ უძლებს და ადამიანები მათგან მირბიან.

ამიტომაც აუცილებელია, ყველა ძალით დაძლიონ არასრულფასოვნების კომპლექსი, რისგანაც ისინი იტანჯებიან და რომელიც ყველაზე ხშირად ხდება მათი წარუმატებლობის მიზეზი. არ უნდა იყვნენ არავის იმედზე და დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს.

ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ისეთი განსაკუთრებული თანდაყოლილი ნიჭი აქვს, როგორც მათ. თუ ამას გააანალიზებენ, ბევრად წარმატებულები იქნებიან კარიერაში და ბედნიერები - პირად ცხოვრებაში.

ასევე იხილეთ:

ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 3-ში დაიბადეთ?
კომენტარები (7)
ხუროო
ნაგდია, ჩემი ტავი დავინახე მაგრამ ტავდაჯერება არ მაკლია აშკარად....
ეკატერინე
ყოჩაღ!:)
4-იანი
არ ვარ პესიმისტი,არც არასრულფასოვნების კომპლექსით.ნამდვილად არ ვარ...
დათო
თითქმის ყველაფერი დაემთხვა, გავოცდი :)
მაგდა
ყველაფერი ემთხვევა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არქივის კალენდარი