პირველ ივლისს ახალმთვარეობა და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა (გამოჩნდება ანტარქტიდის ნაპირებთან და სამხრეთ აფრიკაში), ამიტომ ყველას ყურადღებისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებს - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ყველა დეტალი საფუძვლიანად გააანალიზეთ.
ვერძი
შესაძლოა, სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ შეეცადეთ, არჩეული კურსიდან არ გადაუხვიოთ. მოიმატებს საქმიან შეხვედრებთან, სამსახურთან და ასევე უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები.
პოზიტიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 1, 5 ივლისი.
კურო
დაკისრებულ მოვალეობებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, ასევე ახალ ნაცნობებთან ურთიერთობას, რადგან ამან შესაძლოა, მომავალში სერიოზული ფინანსური შემოსავლები მოგიტანოთ.
პოზიტიური დღეები: 1, 5 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
ტყუპი
მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ახალი სამსახურის დაწყებისა და ფინანსური შემოსავლების მატების მიზეზიც გახდეს. გაბედულად იმოქმედეთ და საქმიან შეხვედრებს ნუ გადადებთ.
პოზიტიური დღეები: 29 ივნისი, 4 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 1, 5 ივლისი.
კირჩხიბი
თქვენთვის პოზიტიური პერიოდია და ოჯახში თუ სამსახურში სასიკეთო ცვლილებებს ელოდეთ. არ არის გამორიცხული, საზეიმო სუფრასთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე მოხვდეთ.
პოზიტიური დღეები: 29 ივნისი, 2 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 30 ივნისი, 4 ივლისი.
ლომი
გააქტიურდება საფინანსო საკითხები, რაც თქვენი მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს, ნუ წამოიწყებთ სარისკო ფინანსურ ოპერაციებს.
პოზიტიური დღეები: 30 ივნისი, 2 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 4 ივლისი.
ქალწული
წარმატების მიღწევის ალბათობა გაიზრდება ცოდნის შეძენის და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების საკითხებში. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობასა და დასვენებაზე.
პოზიტიური დღეები: 30 ივნისი, 2 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
სასწორი
ამ პერიოდში არ არის სასურველი სამუშაო ადგილის გამოცვლა და რისკზე წასვლა. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ.
პოზიტიური დღეები: 29 ივნისი, 4 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 2, 5 ივლისი.
მორიელი
მაქსიმალურად მოერიდეთ სიტუაციის გამწვავებას და კონფლიქტს, განსაკუთრებით ოჯახის ასაკოვან წევრებთან, გავლენიან ადამიანებთან და ხელმძღვანელობასთან. არ არის გამორიცხული, ახლობელმა ადამიანებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ.
პოზიტიური დღეები: 1, 5 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
მშვილდოსანი
მოგიწევთ ძალების მობილიზება და ყურადღების კონცენტრაცია, რათა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნათ. შეეცადეთ, დრო და ენერგია სწორად გაანაწილოთ.
პოზიტიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 2, 5 ივლისი.
თხის რქა
ეს პერიოდი ემოციებისგან განტვირთვისა და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ, გამონახეთ დრო ბავშვებთან და ბუნებასთან ურთიერთობისთვის. ეს დაგეხმარებათ თქვენ გარშემო შექმნილი რეალობის უფრო ნათლად დანახვაში.
პოზიტიური დღეები: 30 ივნისი, 5 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 3 ივლისი.
მერწყული
საქმეები დაყავით პრიორიტეტების მიხედვით და შეეცადეთ, ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი გადაწყვიტოთ, ეს დაგეხმარებათ თავი გაართვათ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ.
პოზიტიური დღეები: 30 ივნისი, 3 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 2 ივლისი.
თევზები
მოიმატებს თქვენი აქტიურობა, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით მოაგვაროთ უცხოეთთან, უცხოელებთან, უმაღლეს განათლებასთან და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.
პოზიტიური დღეები: 2, 5 ივლისი.
ნეგატიური დღეები: 29 ივნისი, 4 ივლისი
გაზეთი ”ყველა სიახლე”