როცა შალის ნივთებს გარეცხავთ, გავლების წინ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი დაამატეთ, შალის ნივთები ფაფუკი იქნება.
სარეცხის მანქანაში, როცა ფერად თეთრეულს შეყრით, წყალში 2-3 სადილის კოვზი მარილი დაუმატეთ. თეთრეული აღარ მოითელება და ხასხასა ფერსაც შეინარჩუნებს.
სინთეტიკური ქსოვილი უფრო ხშირ რეცხვას საჭიროებს, ვიდრე ნატურალური ქსოვილის ნივთები.
შალის და ტრიკოტაჟის ნივთების გარეცხვისას წყალში 1 სადილის კოვზი სოდა ჩაყარეთ. ფერიც ხასხასა გახდება და ოფლის სუნსაც ადვილად მოაცილებთ.
თეთრ წინდებს ადვილად გააქათქათებთ, თუ გარეცხვამდე 1-2 საათით ადრე წყალში ჩაალბობთ, რომელსაც ბორისმჟავა ექნება დამატებული.
პირსახოცი და პირსახოცის ხალათი ფაფუკი გახდება, თუ გარეცხვის შემდეგ მარილიან წყალში გააჩერებთ და გაშრობის შემდეგ არ გააუთოებთ.
თეთრეულის გასათეთრებლად გარეცხვისას დაუმატეთ 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 10 ლიტრ წყალზე.
მოგზაურობისას, გზაში ან სასტუმროში წვრილ ნივთებს (მაგალითად, კოლჰოტებს) ადვილად და ეკონომიურად გარეცხავთ, თუ პოლიეთილენის პაკეტში მოათავსებთ, წყალთან და სარეცხ საშუალებასთან ერთად.