ელექტროჩაიდანს მოხმარებიდან გარკვეული დროის შემდეგ ზოგჯერ უსიამოვნო სუნი უჩნდება. პლასტმასის თუ რეზინის უცნაური არომატი ხშირად მასში ადუღებულ წყალსაც დაჰკრავს. როგორ მოვიქცეთ, რომ ეს სუნი გავაქროთ?
ლიმონის წვენი
ლიმონი არასასურველ სუნს შესანიშნავად უმკლავდება. გაწურეთ 3-4 ლიმონი და ჩაასხით ჩაიდანში. შეავსეთ ჩვეულებრივი ცივი წყლით ბოლომდე, სადამდეც მაქსიმუმის ნიშანი გიჩვენებთ.
აადუღეთ ეს სითხე და გააჩერეთ შიგნით 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ წამოადუღეთ და გადმოღვარეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუ სახლში ლიმონი არ გაქვთ, ლიმონმჟავა გამოიყენეთ (50 გრამი სავსე ჩაიდანზე). წვენის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის კანი. ერთ სავსე ჩაიდანზე 4 ლიმონის ქერქი დაგჭირდებათ. წამოადუღეთ და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში. გაგრძელება