თუჯის ტაფა – დიასახლისების ყველაზე ერთგული დამხმარეა. მასში მომზადებული კერძი განსაკუთრებით გემრიელია, მაგრამ, სამწუხაროდ, თუჯის ჭურჭელს ცხიმი ღრმად აჯდება და მისი გარეცხვა არც ისე მარტივია. გთავაზობთ ერთ ხრიკს, რომელიც ტაფას პირვანდელ სიბზინვარეს სულ რაღაც 10 წამში დაუბრუნებს!
დაგჭირდებათ:
მარილი;
ზეთი;
წყალი;
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი;
1. დააყარეთ მარილი ტაფის ზედაპირს გარედანაც და შიგნიდანაც.
2. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და ღრუბლის უხეში მხრიდან გახეხეთ.
3. დაასხით ტაფაზე წყალი და მოავლეთ;
4. გადაავლეთ წყალი, გაამშრალეთ და დატკბით შედეგით!