თუკი მაღაზიაში ნაყიდი საპნის შემადგენლობას წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ მასში იმდენი მავნე ნივთიერება შედის, სისუფთავის გარდა, ის უამრავ პრობლემასაც გაგვიჩენს.
საუკეთესო კრემ-საპონი – საკუთარი ხელით და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან გაკეთებული საპონია.
დაგჭირდებათ:
ბავშვის საპნის პატარა ნაჭერი;
ერთი ჭიქა ადუღებული წყალი;
ერთი კოვზი თაფლი;
ერთი კოვზი გლიცერინი;
რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (სურვილისამებრ, რომელიც გინდათ);
1/3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი;
ბლენდერი.
მომზადების წესი:
გახეხეთ საპონი და დაასხით ადუღებული წყალი. დააბლენდერეთ.
დაუმატეთ თაფლი, გლიცერინი და ეთერზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
გააჩერეთ, რომ გაგრილდეს 15 წუთი და დაუმატეთ ცივი წყალი. შემდეგ კვლავ ათქვიფეთ.
ჩაასხით მომზადებული მასა სასაპნეში და გამოიყენეთ.