ცარცი ცხიმიან ლაქებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოფილა. წაუსვით ცარცი ლაქას, გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ. ცხიმი აღარ იარსებებს.
ცარცი დაგეხმარებათ თეთრი პერანგის საყელოს გათეთრებაში. გარეცხვის წინ წაუსვით საყელოს ცარცი და ისე გარეცხეთ. ეს მეთოდი ნებისმიერი თეთრი ქსოვილისთვის გამოგადგებათ და თავიდან აგაცილებთ მის სიყვითლეს.
ხშირად ჩნდება ლაქები ზამშის ფეხსაცმელზე, რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია, მაგრამ არა ცარცისთვის. წაუსვით ცხიმიან ადგილს ცარცი და დატოვეთ მთელი ღამით, დილით ლაქა აღარ იქნება.
ცარცის ნატეხი სარეცხის კალათაში თავიდან აგაშორებთ უსიამოვნო სუნსა და ნესტს. ცვალეთ ცარცის ნატეხი თვეში ერთხელ და ეს პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ. გაგრძელება