ყველა ჩვენგანს აუცილებლად ექნება შინ ღილებით სავსე ყუთი. ბევრ დიასახლისს აქვს ჩვევა, ძველ, გადასაგდებ სამოსს მოაჭრას ღილები და შეინახოს იმ იმედით, რომ ოდესმე გამოადგება.
ალბათ, აზრად არ მოგსვლიათ, რომ ღილები – შესანიშნავი მასალაა ხელსაქმისთვის. გთავაზობთ ორიგინალურ იდეას, რომელსაც ბევრი თქვენგანი სიამოვნებით განახორციელებს საახალწლოდ. დაიწყეთ ჯადოსნური გარემოს შექმნა დღეიდან!
ნაძვის ხის სათამაშოები ღილებისგან
დაგჭირდებათ:
მონაჟური ქაფის, პენოპლასტის ან პოლისტიროლის ბურთულა;
ქინძისთავები
ფერადი ღილები
ლენტები
წებო
მომზადება:
ღილები უნდა დაამაგროთ ბურთულაზე წებოს ან ქინძისთავის მეშვეობით. ბურთის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლოსტური ღრუბელი, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება.
თავდაპირველად ჩამოყალიბდით, რა ფერის იქნება თქვენი მოსართავი. გამოიყენეთ ყველა ღილი, რომელიც გაქვთ ან გააკეთეთ კომბინაცია. ბურთი უნდა შეღებოთ თავდაპირველად.
ლენტის მეშვეობით გააკეთეთ მარყუჟი, რომლითაც ბურთს ნაძვის ხეზე დაკიდებთ. დაამაგრეთ ლენტი ბურთზე წებოთი.
ფაქიზად მიამაგრეთ ღილები ქინძისთავით ბურთზე. შეარჩიეთ ისინი ზომისა და ფერის მიხედვით.
შედეგით ნამდვილად აღფრთოვანდებით.
იხილეთ ღილებით ნაძვის ხის სათამაშოების გაკეთების კიდევ რამდენიმე ვარიანტი.