ბოლო დროს სულ უფრო მეტი დიასახლისი ცდილობს სახლის დალაგებისას ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი არ არის ძვირად ღირებული, არ ვნებს ჯანმრთელობას და მათი მომზადება სწრაფად და მარტივად შეიძლება.
დღეს გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც უნაკლოდ წმენდს ნებისმიერ ზედაპირს და ამასთან, აქვს ფანტასტიკური სუნი. სცადეთ, მოამზადოთ ფორთოხლის ძმარი. ეს მართლაც ჯადოსნური სითხეა!
დაგჭირდებათ:
- ფორთოხლის კანი
- თეთრი ძმარი
- მინის ქილა
- შესასხურებლიანი ბოთლი
მომზადების წესი:
- მოათავსეთ ფორთოხლის კანი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ციტრუსის კანი) ქილაში.
- დაასხით თეთრი ძმარი და გააჩერეთ 2 კვირა ბნელ ადგილას.
- შემდეგ გადაასხით სითხე შესასხურებლიან ჭურჭელში, გააზავეთ წყლით 1:1-ზე.
- მოასხურეთ ციტრუსის ძმარი ზედაპირზე და გაწმინდეთ მშრალი ჩვრით. საუკეთესოა ფანჯრებისა და მინის ზედაპირების გასაწმენდად.