ნაყიდი ქიმიური საწმენდი საშუალებები რომ უამრავ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ეს ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, ბევრად უკეთესი და ეკონომიური ბუნებრივი და უსაფრთხო ინგრედიენტებისგან გაკეთებული საწმენდი საშუალებებია.
ისეთი ძლევამოსილი დუეტი კი, როგორიც ძმარი და სოდაა, სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდება ყველაზე ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი.
უნიტაზის გაწმენდა ბუნებრივი საშუალებებით
ჩაასხით უნიტაზში ერთი ჭიქა ძმარი და დაუმატეთ ერთი მუჭა სოდა. აქაფებული მასა გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ გახეხეთ სპეციალური ჯაგრისით და ჩაუშვით წყალი.
გაჭედვის პროფილაქტიკისთვის: ჩაყარეთ უნიტაზში ერთი ჭიქა სოდა და დაასხით ერთი ჭიქა ძმარი. ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ ნახევარი ჭიქა მარილი. 20 წუთის შემდეგ ჩარეცხეთ ქაფი ერთი ლიტრი მდუღარე წყლით.
ასევე იხილეთ:
როგორ გავასუფთაოთ აბაზანის ფილები ეფექტურად
როგორ გავაპრიალოთ იატაკი ქიმიური საშუალებების გარეშე: სრულიად უსაფრთხო მეთოდი!