მართალია, ჯერ ადრეა აღდგომამდე, მაგრამ თადარიგის დაჭერა და იდეების წინასწარ ჩანიშვნა არ გვაწყენდა. ყველა ქვეყანას აღდგომის აღნიშვნის თავისი ტრადიცია აქვს, თუმცა კვერცხის შეღებვა – ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ამ საეკლესიო დღესასწაულის თანმდევი პროცესია.
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები, ტრადიციულად, წითლად ღებავენ კვერცხს, ბოლო დროს ფერადი კვერცხებით სადღესასწაულო სუფრის მორთვის ჩვეულებაც შემოვიდა ჩვენში.
ვიდეორგოლში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, კვერცხის დეკორაციების გაკეთების 3 უმარტივესი მეთოდია წარმოდგენილი. ამ მეთოდით კვერცხის შეღებვას დილეტანტიც კი შეძლებს!
პირველი მეთოდის მიხედვით, წყალში რამდენიმე წვეთი სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქი უნდა ჩააწვეთოთ, შემდეგ კი კვერცხი მოათავსოთ ამ ფერად წყალში.
მეორე მეთოდის მიხედვით, თბილ წყალში საკვები საღებავი და ძმარი უნდა ჩაასხათ, შემოახვიოთ კვერცხს რამდენიმე რეზინი, ჩადოთ ძმრიან და საღებავიან აბაზანაში 5-10 წუთით, ამოიღოთ და შემოხსნათ რეზინები.
მესამე მეთოდი კიდევ უფრო მარტივია. ფუნჯით რამდენიმე მოძრაობა და ნახატიანი ხელსახოცი და კვერცხი ლამაზ სათამაშოდ გადაიქცევა.
დაიმახსოვრეთ, რომ ასე შეღებილი კვერცხი მხოლოდ სააღდგომო სუფრის დეკორაციად თუ გამოდგება და არა საკვებად. საჭმელად ვარგისი მხოლოდ ენდროთი შეღებილი კვერცხია.
იხილეთ ვიდეოგაკვეთილი