თეთრი დისტილირებული ძმარი და ვაშლის ძმარი შესანიშნავი საშუალებებია ნებისმიერი ტიპის ტანსაცმლის გასარეცხად, ლაქების ამოსაყვანად და სხვადასხვა ქსოვილის მოსავლელად!
საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივი ძმარი ბევრად ხელმისაწვდომია ძვირად ღირებულ ლაქების ამოსაყვან და სარეცხ საშუალებებზე, მაგრამ ეფექტურობით მათ არ ჩამოუვარდება.
რეცხვა სახლის პირობებში
რეცხვისას მანქანაში დამატებული 1 ჭიქა ძმარი სიხასხასეს შეუნარჩუნებს ტანსაცმელს. გარდა ამისა, ქსოვილზე არ რჩება სარეცხი ფხვნილის პატარა ლაქები.
ძმარი სპობს სარეცხ მანქანაში არსებულ ყველა მავნე ბაქტერიას. ეს გახლავთ შესანიშნავი მადეზინფიცირებელი საშუალება.
თუ ძმარს ჩაასხამთ სარეცხის სავლები საშუალების განყოფილებაში, მიიღებთ ნატურალურ კონდიციონერს. უხეში პირსახოცებიც კი რბილი და ნაზი გახდება.
მაქმანი, ატლასი, აბრეშუმი და შიფონი - ყველა ეს ნაზი ქსოვილი ხელით ირეცხება. რეცხვისას შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი: ქსოვილი რბილი გახდება და ნაკეცებს არ გაიჩენს.
ძმარი შესანიშნავი მათეთრებელია. გაყვითლებული ქსოვილი ახალ სიცოცხლეს შეიძენს, თუ მას ძმარში გავრეცხავთ. რეცხვისას დაამატეთ 1-2 ჭიქა თეთრი ძმარი და თეთრეული ახალივით იბრწყინებს.
ლაქები ოფლისგან, სუნამოს სუნი, ზეთის ლაქები, ხილის წვენისა და ტონალური კრემის კვალი - ძმარს ძალუძს ყველა ამ ჭუჭყის მოცილება. შეიძლება ითქვას, რომ ძმარი ქიმწმენდის იაფი და ეფექტური ალტერნატივაა!